„დაბეგრე კაზინო 30%-ით“ – სოსო გოგაშვილი ახალ კამპანიას აანონსებს

559 წაკითხვა

„სახალხო პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოსო გოგაშვილი, სოციალური ქსელით, სათამაშო ბიზნესის წინააღმდეგ კამპანიის დაწყებას აანონსებს:

„მეგობრებო, ძალიან მალე სახალხო პარტიის ახალგაზრდები, ჩვენი ერთერთი მთავარი ამბიციური გეგმის ნაწილს წარმოგიდგენთ,

რომელიც არსებული სოციალური ფონის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას გულისხმობს❗️
✅შემოგთავაზებთ ახალ ინიციატივას, კანონის საშუალებით როგორ უნდა ჩავაყენოთ ყველაზე მდიდარი და უკონტროლო ბიზნესი- სათამაშო ბიზნესი მთლიანად ხალხის სამსახურში.
✅ხალხის კეთილდღეობის ერთერთი მთავარი დონორი, ეს ბიზნესი უნდა გახდეს.
#დაბეგრეკაზინო30– ახალი კამპანია იქნება.
🔴უკვე 30 მილიარდს გადააჭარბა კაზინოების წლიურმა ბრუნვამ ეპიდემიის დროს‼️‼️
მაშინ როდესაც მათი მოგება აღწევს 90% ს ისინი ბიუჯეტში ფაქტიურად იხდიან კაპიკებს. მოგებული ფული არ იციან სად წაიღონ, სად გადამალონ…
⚠️ამ ღატაკ ქვეყანაში პენსია,
შშმპ პენსია,
ვეტერანების დახმარება
ხელფასები კაპიკებია და სამარცხვინო.
🔴შემოგვიერთდით ამ საჭირო და სასარგებლო სოციალურ კამპანიაში❗️
✅სახალხო პარტიის სათაო ოფისში( ათონელის ქ. 21)
ტელ: +995 599 03 44 63

Next Post

„არ შემეძლო უყურადღებოდ დამეტოვებინა ლევან თარხნიშვილის ბოლო განცხადება“ - გიორგი ჭილაშვილი

ოთხ ოქტ 20 , 2021
559 წაკითხვასაარჩევნო საკითხების სპეციალისტ გიორგი ჭილაშვილის გამოხმაურება ლევან თარხნიშვილის განცხადებაზე, რომელიც “ცესკო”-ს ადმინისტრაციის მისამართით გააკეთა. “ერთ-ერთი წინა შეფასების დროს ვახსენე, რომ არჩევნები არის საკითხი, რომელზეც რა თქმა უნდა ყველას ერთი და იგივე შეფასება ვერ ექნება, რადგან ყველას საკუთარი მსაზღვრელით საზღვრავს, მაგრამ, ხომ არსებობს ობიექტური შეფასება! ამიტომ მთავარია საკუთრივ პიროვნების შეფასება ახლოს მაინც იყოს, იმ, ობიექტურ შეფასებასთან, რომელსაც ყველა საერთაშორისო პარტნიორი […]