„ეს საბოლოოდ დაანგრევს ჩვენი ქვეყნის ერთიანობას“ – გულბაათ რცხილაძე

2,084 წაკითხვა

„დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა საშუალებას მოგცემს, ჩვენი ინტერესები განვახორციელოთ მოსკოვში“ – ეს განცხადება პოლიტოლოგმა გულბაათ რცხილაძემ 20 ოქტომბერს, ახალციხეში საზოგადოებრივი ორგანიზაციის „სახალხო დიპლომატია საზღვრებს გარეშე“ გამართულ პრეზენტაციაზე გააკეთა. რცხილაძის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია რუსეთთან ეკონომიკური ხასიათის საკითხების დასმა და გადაწყვეტა.

„მეგობრებო, ძალიან ცოტაა, რომ საჰაერო მიმოსვლის აღდგენა მოვითხოვოთ. მაშინ რა გამოდის, ივლისამდე რომ იყო ეს მიმოსვლა, ჩვენსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში ყველაფერი კარგად იყო?! უნდა ვისწრაფოთ ორმხრივი ინტერესების საფუძველზე ურთიერთობების მასშტაბური გაუმჯობესებისაკენ, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისაკენ! არავინ მოგატყუოთ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღდგენას ნიშნავს ჩვენი მხრიდან! პირიქით, დიპურთიერთობები საშუალებას მოგცემს, ჩვენი ინტერესები განვახორციელოთ მოსკოვში.

ჩვენ ვართ პატრიოტული ძალა, საქართველოს დაშლის მოსურნენი კი ამას წინ შეიკრიბნენ თბილისში, პენსიაზე გასული ამერიკელი დიპლომატების მონაწილეობით, რომლებსაც გავლენა მაინც აქვთ გარკვეულ წრეებში. სწორედ მათ მოითხოვეს, ნატოს კანონები გავრცელდეს საქართველოზე აფხაზეთის და შიდა ქართლის გამოკლებით, რაც საბოლოოდ დაანგრევს ჩვენი ქვეყნის ერთიანობას. ამას არ დავუშვებთ!

რაც შეეხება ეკონომიკური ხასიათის მოთხოვნას. უნდა მივმართოთ ჩვენს ხელისუფლებას, თავის მხრივ დაიწყოს რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები და დასვას საკითხი, მოხდეს რუსეთში ფაქტობრივად დასაქმებული ქართველების მდგომარეობის ლეგალიზაცია. გარდა ამისა, რუსეთის მთავრობამ დაუშვას სამუშაო ქვოტები საქართველოს მოქალაქეებისთვის, როგორც ამას აკეთებს ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ყოფილი რესპუბლიკების წარმომადგენლებისთვის. ეს დიდ შვებას მოუტანს ჩვენში დამძიმებულ სოციალურ მდგომარეობას, ბევრი ადამიანი ამოისუნთქებს შვებით“  –  აცხადებს რცხილაძე.

 

Next Post

დაკარგული პასპორტის შეცვლაზე რეგულაციები იცვლება

სამ ოქტ 22 , 2019
2,084 წაკითხვადაკარგული პასპორტის შეცვლის პროცედურა პირველი ნოემბრიდან შედის ძალაში. ცვლილების მიზანი დაკარგული და გაუქმებული დოკუმენტების ბოროტად გამოყენების პრევენციაა. საქართველოს მოქალაქემ, პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამართალდაცავ უწყებას ან სხვა უფლებამოსილ ორგანოს და მიიღოს მათგან პასპორტის დაკარგვის ან მოპარვის შესახებ საჩივრის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა, რომელიც, სხვა დოკუმენტებთან ერთად, უნდა წარადგინოს ახალი დოკუმენტის მისაღებად. საზღვარგარეთ აღებულ ამ […]