„არ შემეძლო უყურადღებოდ დამეტოვებინა ლევან თარხნიშვილის ბოლო განცხადება“ – გიორგი ჭილაშვილი

813 წაკითხვა

საარჩევნო საკითხების სპეციალისტ გიორგი ჭილაშვილის გამოხმაურება ლევან თარხნიშვილის განცხადებაზე, რომელიც “ცესკო”-ს ადმინისტრაციის მისამართით გააკეთა.

ერთ-ერთი წინა შეფასების დროს ვახსენე, რომ არჩევნები არის საკითხი, რომელზეც რა თქმა უნდა ყველას ერთი და იგივე შეფასება ვერ ექნება, რადგან ყველას საკუთარი მსაზღვრელით საზღვრავს, მაგრამ, ხომ არსებობს ობიექტური შეფასება! ამიტომ მთავარია საკუთრივ პიროვნების შეფასება ახლოს მაინც იყოს, იმ, ობიექტურ შეფასებასთან, რომელსაც ყველა საერთაშორისო პარტნიორი აღიარებს და აქვეყნებს! რატომ შეგახსენეთ ეს ინფორმაცია? მოგახსენებთ შემდეგ აბზაცში!

არ შემეძლო უყურადღებოდ დამეტოვებინა ლევან თარხნიშვილის ბოლო განცხადება, რომელიც “ცესკო”-ს თავმჯდომარე გახლდათ 2007 – 2010 წლებში.

ეს პიროვნება დღეს გარკვეულ ბრალდებებს უყენებს “ცესკო”-ს ადმინისტრაციას, რაც მარტივად რომ ვთქვათ, სასაცილოა. არანაირი მორალური უფლება არ აქვს ამ ადამიანს არჩევნებზე ილაპარაკოს, რადგან დღევანდელთან შედარებით, მის დროს “ცესკო” საერთოდ არ ითვლებოდა გამჭვირვალე ორგანიზციად და არანაირი სიახლე, რასაც ჩვენი პარტნიორები მიესალმებიან არ ყოფილა განხორციელებული.

ამიტომ მას მოვუწოდებთ, რომ იყოს ობიექტური შეფასებებში, ან  საერთოდ თავი დაანებოს მსგავსი განცხადებების კეთებას.

“ცესკო”-ს თავმჯდომარედ ნამუშევარ ადამიანს ყველა ახალ ცვლილებაზე აქვს ინფორმაცია და მან ყველაზე უკეთ იცის, თუ რა შეუძლებელი და სანატრელი ცვლილებები გაატარა ახალმა ადმინისტრაციამ! ამიტომ,  ამის არ დანახვა ვფიქრობ სამარცხვინოა.”– წერს გიორგი ჭილაშვილი.

Next Post

ოპოზიციამ სასაუბროდ, ყველაზე დისკრედიტირებული ადამიანი, ლევან თარხნიშვილი გამოიყვანა – დავით ჩიხელიძე

ოთხ ოქტ 20 , 2021
813 წაკითხვაოპოზიცია კვლავ სიცრუის ტირაჟირებას ცდილობს, ბრძნული დავარცხნილი სახით საუბრობენ და ფიქრობენ, რომ მოსახლეობის მოტყუება ადვილია. ოპოზიციამ სასაუბროდ, ყველაზე დისკრედიტირებული ადამიანი ლევან თარხნიშვილი გამოიყვანა, ეს ის ლევანია, რომელიც “ცესკო”-ს 3 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ცესკომ სწორედ მის დროს ჩაატარა, ყველაზე სამარცხვინო და გაყალბებული არჩევნები ( 2008 წელი) აღნიშნულს ეუთო ოდირის უკიდურესად კრიტიკული დასკვნაც ადასტურებს.”– წერს სოციალურ ქსელში ორგანიზაცია”დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი […]

შესაძლოა მოგეწონოთ