სალომე ზურაბიშვილი – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვებაა ჩვენი მშვიდობიანი დეოკუპაციის გზაზე

421 წაკითხვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერზე“ წერს, ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვებაა.

„ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეებში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო ისტორიის სწორ მხარესაა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, საჩივრების დაუშვებლობის შესახებ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვებაა ჩვენი მშვიდობიანი დეოკუპაციის გზაზე”,- წერს სალომე ზურაბიშვილი.

 

Next Post

„თქვენი დაშინებით დეგრადირებული ხალხის ფსიქიკური მდგომარეობა თქვენ გექნებათ მოსანანიებელი“ - ნათია ფანჯიკიძე

ხუთ ოქტ 21 , 2021
421 წაკითხვაფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე: „მხარდამჭერი რომ ვიყო, მივიდოდი ყოფილ პრეზიდენტთან, მივუტანდი შავი მამლის ბულიონს და ვეტყოდი, აბა, ერთი ლუკმა ჩემი ხათრით, მეორე ლუკმა იმის ხათრით… აბა, თვითმფრინავი მოფრინავს… უფრო სწორად, მივიდოდი და ვეტყოდი, – დავით აღმაშენებელმა დატოვა გალობანი სინანულისანი, თავს უმძიმეს ცოდვილად მიიჩნევდა და იყო კიდეც და იმიტომ იყო ასე დიდი, რომ იცოდა, რომ იყო, მიუხედავად იმისა, რომ იმ საუკუნეებში […]