„ყველა ის ადამიანი, ვინც იქ იყო შეკრებილი, ჩათვალეთ, დღესაც არის პოტენციური მწამებელი“ – თამთა მეგრელიშვილი

329 წაკითხვა

დროა, რომ ნაციონალურ მოძრაობას, როგორც პარტიას აღვუკვეთოთ სამართლებრივი არსებობის საფუძველი”– განაცხადა იურისტმა თამთა მეგრელიშვილმა ტელეკომპანია “POSTV”-ს ეთერში სტუმრობისას.

მან ისაუბრა, 14 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებზე და განაცხადა, რომ ისინი, პოტენციური მწამებლები არიან, ვინაიდან მხარს უჭერენ იმ პოლიტიკურ გაერთიანებას და ლიდერს,  რომლის მმართველობის  დროსაც, ადამიანებს კლავდნენ და ციხეში პატიმრებს აწამებდნენ.

“არ შეიძლება ქვეყანაში დღემდე გვყავდეს 15 ათასი პოტენციური მწამებელი, რომელიც თანახმაა დღესაც და თანახმა იყო მაშინაც, რომ ცოცხებით გაეუპატიურებინათ ნახევარი საქართველო და 2012 წლისთვის საქართველოში იყო  22 ათასი პატიმარი.

ყველა ის ადამიანი, ვინც იქ იყო შეკრებილი, ჩათვალეთ, დღესაც არის პოტენციური მწამებელი, პოტენციური გამაუპატიურებელი და უბრალოდ, მან იმიტომ ვერ ჩაიდინა დანაშაული, რომ იმ დროს, იმ ადგილას, თანამდებობაზე არ იყო, ხოლო, თუ ამის შესაძლებლობა მიეცემოდა რომელიმე მათგანს, აუცილებლად გაიმეორებდა იმავეს, რადგან არიან მიხეილ სააკაშვილის ყურმოჭრილი მონები.

ვფიქრობ, სახელმწიფოს სჭირდება მყარი სამართლებრივი პოლიტიკა “ნაციონალურ მოძრაობასთან” მიმართებაში. არ შეიძლება ამ ხალხის დანდობა, იმიტომ, რომ წამოვიდა ახალი თაობა, რომელმაც არაფერი არ იცის მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ და ის, რომ ახლა, ვიღაც კუბილიუსები, ვიღაც ევროპარლამენტარები მეუბნებიან, რომ იცი, რა?! შენი პრეზიდენტი უდანაშაულოა, მე ამას ვიჯერებ, რადგან ჩემთვის, რატომღაც ავტორიტეტულია,  სხვა ქვეყნის მოქალაქე, სხვა ქვეყნის პოლიტიკოსი.

ამიტომ, ვფიქრობ, ამ მიმართულებთ, ძალიან სწორი პოლიტიკა არის გასატარებელი იმისთვის, რომ მომავალმა თაობამ იცოდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი კლავდა და თუ ის კიდევ მოვა ხელისუფლებაში, (რაც, რა თქმა უნდა არ განმეორდება) ისევ, იმავე საფრთხეების წინაშე დავდგებით”– განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

Next Post

„უკვე მერამდენედ დადასტურდა, ის, რასაც ვამბობდი“ - დავით ჩიხელიძე

პარ ოქტ 22 , 2021
329 წაკითხვაუკვე მერამდენედ დადასტურდა, ის, რასაც ვამბობდი. ა/ო „პლატფორმა 2020“ ყოველთვის ნაციონალური მოძრაობის დანამატს წარმოადგენდა, რომელიც სამოქალაქო სექტორს შირმად იყენებდა, დღეს კი პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ „პლატფორმა 2020“ ნაციონალური მოძრაობის გაგრძელებას წარმოადგენს.”- წერს სოციალურ ქსელში “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე. „პლატფორმა 2020“ თავის მოღვაწეობის დროს, ღიად იცავდა ნაციონალურ მოძრაობას, რომლისთვისაც ვასო ურუშაძე და ძმანი მისნი, ერთგვარ „ფოთლის როლს“ ასრულებდნენ და […]