„უკვე მერამდენედ დადასტურდა, ის, რასაც ვამბობდი“ – დავით ჩიხელიძე

უკვე მერამდენედ დადასტურდა, ის, რასაც ვამბობდი. ა/ო „პლატფორმა 2020“ ყოველთვის ნაციონალური მოძრაობის დანამატს წარმოადგენდა, რომელიც სამოქალაქო სექტორს შირმად იყენებდა, დღეს კი პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ „პლატფორმა 2020“ ნაციონალური მოძრაობის გაგრძელებას წარმოადგენს.”- წერს სოციალურ ქსელში “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე.

„პლატფორმა 2020“ თავის მოღვაწეობის დროს, ღიად იცავდა ნაციონალურ მოძრაობას, რომლისთვისაც ვასო ურუშაძე და ძმანი მისნი, ერთგვარ „ფოთლის როლს“ ასრულებდნენ და მათ დარღვევებზე თვალს ხუჭავდნენ.

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვამბობდი, რომ პლატფორმა 2020-ს კოდუა აფინანსებს, გადამზადება კი უკრაინაში გაიარეს, სადაც მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ, სწორედ მისგან მიიღეს დირექტივები და ე.წ. სამოქმედო გეგმა, როგორც ჩანს მათ დავალებას თავი „კარგად“ გაართვეს და ვასილს ეს დაუფასეს, არარსებული მთავრობის წევრია. რაც შეეხება დავალებას, დავალება ცესკოს და საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას შეეხებოდა, მათ ცდა არ დააკლეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, რადგან საარჩევნო პროცესმა მაღალ დონეზე ჩაიარა და მათი ბოდვა, რა თქმა უნდა სერიოზულად არავინ მიიღო.

სამოქალაქო სექტორი, მსგავსი მავნებლებისგან უნდა გაიწმინდოს, რადგან ისინი არასამთავრობო ორგანიზაციების სახელს ლახავენ და ფონს პარტიული დავალების შესრულებით გადიან. როგორ შეიძლება „პლატფორმა 2020-მა „ მოღვაწეობა გააგრძელოს და ობიექტურობაზე ქონდეს პრეტენზია? ეს ხომ საზოგადოების შეურაცხყოფაა? მაგრამ თუ აღნიშნულ ორგანიზაციაში შეკრებილ ადამიანთა მორალურ დონეს გავითვალისწინებთ (ყველას არ ეხება) მათგან არაფერია გასაკვირი, ისინი ხომ შავის თეთრად წარმოჩენაში და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში დახელოვნებულ ორგანიზაციას წარმოადგენენ”- აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

  • -

    „მადამ სალომე, ოსტატურად ატყუებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რეალურად, ის ივანიშვილის მოკავშირეა“

    პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს „ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაარწმუნა, რომ ის არის პროდასავლური კურსის ერთგული ლიდერი. მან ასევე…

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის – დავით ბერძენიშვილი

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. „ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის!…