„ყველაფერი რაც თქვენგან მომდინარეობს არის უბრალოდ ფარსი!“ – გიორგი ჭილაშვილი

856 წაკითხვა
საარჩევნო საკითხების სპეციალისტ გიორგი ჭილაშვილის პოსტი ფეისბუქში:
საარჩევნო თემატიკიდან გამომდინარე მინდა ერთი საინტერესო დეტალი გამცნოთ და ასევე, გავმიჯნო საკითხები, რომელიც მნიშვნელოვანია არჩევნების შეფასების და დაკვირვების დროს.
ზოგადად, ადამიანი თავად იღებს გადაწყვეტილებას, რა გზით უნდა წავიდეს, ეს მისი თავისუფალი არჩევანია, როდესაც გადაწყვიტავ არჩევნების დაკვრივების შეფასების და მონიტორინგის კუთხით მუშაობას, აუცილებელია არ იყო მხარე, რადგან როდესაც მხარე ხარ გამორიცხულია იყო ობიექტური და შენი შეფასება არ იყოს მიკერძოებული. ეს მხოლოდ იმიტომ აღვნიშნე, რომ წინაზეც მოგახსენეთ, ორგანიზაცია „სამოქალაქო პლატფორმა 20/20 ის“ შესახებ, რომელმაც რამოდენიმეჯერ ძალიან არაზუსტი შეფასებები გამოაქვეყნა, არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით. სწორედ ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი ვასილ ურუშაძე დასახელდა ოპოზიციის მხრიდან თბილისის მთავრობის წევრად, რაც უბრალოდ სამწუხაროა, რადგან როდესაც არჩევნებს აკვირდები, შენ, მაქსიმალურად შორს უნდა იდგე ყოველგვარი პარტიული ნიშნისგან, არათუ, რომელიმე პარტიამ დაგასახელოს რაიმე თანამდებობაზე. ეს პარადოქსი მარტო ჩვენ ქვეყანაში თუ მოხდება, ამიტომ თქვენ როგორ ფიქრობთ მსგავსი სიახლოვე მისცემს ადამიანს ობიექტური შეფასების ნებას? რა თქმა უნდა არა!
ჩემს ამ და სხვა წინა წერილებში, ვსაუბრობ ობიექტურ შეფასებაზე და ვცდილობ ამ მიმართულებით დავიცვა გარკვეული ხაზი, რადგან არჩევნები ძალიან სენსიტიური საკითხია, ამიტომ არავინ არ უნდა წარმოადგენდეს ერთმნიშვნელოვნად მხარეს!
ადამიანი არის თავისუფალი გადაწყვეტილების მიღების პროცესში შესაბამისად, გინდათ პარტიულობა მაშინ დამოუკიდებელ მანტიას ან არასამთავრობოს სახელს ნუ ირგებთ გამოდით და ღიად იყავით პარტიულები, ამის შედეგ შეიძლება ვისაუბროთ სხვა საკითხებზე, რადგან იქამდე ყველაფერი რაც თქვენგან მომდინარეობს არის უბრალოდ ფარსი!

Next Post

„დაუყოვნებლივ გაასაჯაროვეთ ინფორმაცია სააკაშვილის ვიტამინებით დიეტის შესახებ!“ – ბონდო მძინარაშვილი

კვი ოქტ 24 , 2021
856 წაკითხვაჟურნალისტ ბონდო მძინარაშვილის პოსტი სოციალურ ქსელში: „სააკაშვილს ჰგონია, რომ ყველას მოატყუებს ისე, როგორც თავის სექტას აბოლებს! ვიტამინებით შიმშილობა შიმშილობა არ არის! მოვითხოვ იუსტიციის და ჯანდაცვის სამინისტროებისგან: დაუყოვნებლივ გაასაჯაროვეთ ინფორმაცია სააკაშვილის ვიტამინებით დიეტის შესახებ! ამ მანიაკმა ცხრა წელი სახელმწიფოს ხარჯზე იცხოვრა! ფუფუნებაში იცხოვრა! ამ მანიაკმა მომდევნო ცხრა წელი სახელმწიფოსგან მოპარული ფულით იცხოვრა! ფუფუნებაში იცხოვრა! ამ მანიაკმა მომავალი ექვსი წელი სახელმწიფოს […]