„ჩვენც ვეცდებით დეტალებში გარკვევას ინციდენტთან დაკავშირებით“ – ირაკლი კობახიძე

474 წაკითხვა

სამწუხარო ფაქტია, ყველას სიმშვიდისკენ მოვუწოდებ, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ რუსთავში, „ერთიანი ნაციონალურო მოძრაობის“ მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარი დაპირისრება.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნებისთვის სიმშვიდის შენარჩუნებაა მთავარი.

„მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სიმშვიდე 30 ოქტომბრამდე, ეს არის მთავარი. დანარჩენ დეტალებში გავერკვევით, ეს პირველ რიგში, სამართალდამცავი უწყებების საქმეა. რა თქმა უნდა, ჩვენც ვეცდებით დეტალებში გარკვევას და ამის შემდეგ გავაკეთებთ კომენტარს ინციდენტთან დაკავშირებით. ზოგადად, მთავარია სიმშვიდის შენარჩუნება ამ არჩევნებისთვის, ჩვენ ამ 3 კვირის განმავლობაში მშვიდი გარემო შენარჩუნებული გვქონდა და ასეთივე მშვიდი გარემო უნდა შევინარჩუნოთ შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში, ეს არის პრინციპული“,-განაცხადა კობახიძემ.

Next Post

„ამ გადაწყვეტილებით ოპოზიცია სრულ ვა - ბანკზე წავიდა“ -  თინა ხიდაშელი

ორშ ოქტ 25 , 2021
474 წაკითხვაამ გადაწყვეტილებით ოპოზიცია სრულ ვა – ბანკზე წავიდა, ერთი მხრივ, ნამდვილად ვაჟკაცური და გაბედული საქციელია – მე ვთვლი, რომ ეს თამამი და სწორი გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ – ქალაქი“ განაცხადა, რითაც ოპოზიციური პარტიების მიერ ე.წ ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნას გამოეხმაურა. ამასთან თინა ხიდაშელის თქმით, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს „ქართული ოცნება“ მოიგებს, 2024 წელს „არჩევნები […]

mediapress.ge@gmail.com