„ამ გადაწყვეტილებით ოპოზიცია სრულ ვა – ბანკზე წავიდა“ –  თინა ხიდაშელი

ამ გადაწყვეტილებით ოპოზიცია სრულ ვა – ბანკზე წავიდა, ერთი მხრივ, ნამდვილად ვაჟკაცური და გაბედული საქციელია – მე ვთვლი, რომ ეს თამამი და სწორი გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ – ქალაქი“ განაცხადა, რითაც ოპოზიციური პარტიების მიერ ე.წ ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნას გამოეხმაურა.

ამასთან თინა ხიდაშელის თქმით, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს „ქართული ოცნება“ მოიგებს, 2024 წელს „არჩევნები შეგვიძლია აღარ ჩავატაროთ“.

როგორც ხიდაშელი განმარტავს, ეს კოალიცია არ კეთება 1 კაცის გადაწყვეტილებით, „დღეს წმინდა წყლის ქართულ ელექტორალური მიზეზით არის ეს გამოწვეული, ვერ იგებს „ნაციონალური მოძრაობა“ მარტო“.

„მთავარი რაც თანაბრად შეიძლება მოგეწონოს და არ მოგეწონოს ამ გადაწყვეტილებაში არის ის, რომ პირდაპირი მნიშვნელობით სრულ ვა – ბანკზე წავიდა ოპოზიცია. ერთი მხრივ ნამდვილად გაბედული და ვაჟკაცური საქციელია უთხრა ამომრჩეველს რომ „აჰა დამინახე, ეს არის რაც არის ეს არის შანსი და ან გამოვიყენებთ მას ან არა“, ამიტომ მეორე, მესამე, მეშვიდე ლიდერებით კი არა, პარტიის თავმჯდომარეებით არის წარმოდგენილი ამ წუთას ყველა პარტია. ვისაც ეს ქმედება არ მოეწონება სწორედ იმავე მიზეზით არის გამოწვეული, რომ მარცხი თუ იქნა ასეთ შემთვევაში, რისკი ძალიან მაღალია, თუმცა იმის მიუხედავად ლიდერებთან ერთად იქნება ეს მარცხი თუ მის გარეშე, ძალიან დიდი სხვაობა მაინც არ იქნებოდა ოპოზიციისთვის ასეთ შემთხვევაში, ამიტომ მე მაინც ვთვლი, რომ ეს იყო თამამი და სწორი გადაწყვეტილებაა.

  • -

    „მადამ სალომე, ოსტატურად ატყუებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რეალურად, ის ივანიშვილის მოკავშირეა“

    პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს „ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაარწმუნა, რომ ის არის პროდასავლური კურსის ერთგული ლიდერი. მან ასევე…

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის – დავით ბერძენიშვილი

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. „ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის!…