„გარკვეული დესტრუქციული ძალები მიზანმიმართულად ცდილობენ მათ დისკრედიტაციას“

545 წაკითხვა

რაც უფრო ახლოვდება მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური,გარკვეული მედიასაშუალებების მხრიდან მით უფრო გააქტიურდა დეზინფორმაციული კამპანია არჩევნებთან დაკავშირებით.“– ამის შესახებ განცხადებას ავრცელებენადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები:

„დემოკრატიისა და უფლებების დაცვის ცენტრის“ დირექტორი დავით ლილუაშვილი და “მასმედიისა და უფლებების დაცვის ცენტრის“ დირექტორი მაია ხარაძე.

„როცა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები კეთილსინდისიერად ასრულებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს და მოქმედებენ „საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, ხოლო გარკვეული დესტრუქციული ძალები (პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები) მიზანმიმართულად ცდილობენ მათ დისკრედიტაციას და არჩევნების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებენ, ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.

მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართული მხარეების წარმომადგენლებს, რომელთა ორგანიზაციებიც გამოირჩევიან არაობიექტურობითა და რადიკალიზმით,არ გაითვალისწინონ ხელმძღვანელი პირების დირექტივები,თავი შეიკავონ აგრესიული რიტორიკისგან და უარი თქვან ძალადობრივი ქმედებების განხორციელებაზე.“– ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

Next Post

„საბედნიეროდ საქართველოში არჩევნები არ ყალბდება, ამას ნიკანორიც აღიარებს“ - დავით ჩიხელიძე

ორშ ოქტ 25 , 2021
545 წაკითხვაბოლო დროს ოპოზიციურ სატელევიზიო სივრცეში “ცესკოს”- მადისკრედიტებელი სიუჟეტები მომრავლდა, რაც მიანიშნებს, რომ ოპოზიცია წაგებაში დარწმუნებულია”- წერს “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში: “სწორედ ამიტომ საზოგადოებაში წინასწარ ქმნის განცდას, რომ არჩევნები ყალბდება და ა.შ. საბედნიეროდ საქართველოში არჩევნები არ ყალბდება, ამას ნიკანორიც აღიარებს. რაც შეეხება ფორმულას და მთავარის სიუჟეტს, ეს წმინდა წყლის სპეკულაციაა, რომელიც საზოგადოებაში არასწორი აღქმის დამკვიდრებას ემსახურება, სიუჟეტში […]