„საბედნიეროდ საქართველოში არჩევნები არ ყალბდება, ამას ნიკანორიც აღიარებს“ – დავით ჩიხელიძე

475 წაკითხვა

ბოლო დროს ოპოზიციურ სატელევიზიო სივრცეში “ცესკოს”- მადისკრედიტებელი სიუჟეტები მომრავლდა, რაც მიანიშნებს, რომ ოპოზიცია წაგებაში დარწმუნებულია”- წერს “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში:

“სწორედ ამიტომ საზოგადოებაში წინასწარ ქმნის განცდას, რომ არჩევნები ყალბდება და ა.შ. საბედნიეროდ საქართველოში არჩევნები არ ყალბდება, ამას ნიკანორიც აღიარებს. რაც შეეხება ფორმულას და მთავარის სიუჟეტს, ეს წმინდა წყლის სპეკულაციაა, რომელიც საზოგადოებაში არასწორი აღქმის დამკვიდრებას ემსახურება, სიუჟეტში საუბარი ხმების დათვლის ვიდეოფიქსაციას დაეთმო, რომელიც თურმე არაჯეროვნად ჩატარდა, ნაჩვენები იყო ქუთაისის კონკრეტული უბანი, რომელიც ერთხელ უკვე გადაითვალა და შედეგების კორექტირება მოხდა, შესაბამისად აღნიშნულ უბანთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს. საინტერესოა, რომ სიუჟეტში დაახლოებით 4 000 უბნის შესახებ ერთი უბნის მაგალითით მსჯელობენ რაც დაუშვებელია და მანიპულაციის ელემენტებს შეიცავს.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ საარჩევნო კომისიებში 8 ოპოზიციური სუბიექტის მიერ დანიშნული წევრი არის, რაც ყოველგვარ გაყალბებას გამორიცხავს, არჩევნების შემდეგ 812 უბანი გადაითვალა, რაც მიუთითებს, რომ ცესკო ნებისმიერი მხარისთვის ღია არის და მას დასამალი არაფერი აქვს, რაც შეეხება გადათვლის შედებს, ერთ უბანზეც კი არ დაფიქსირდა ისეთ მასშტაბის მოვლენა, რომელიც უბნის შედეგზე გავლენას მოახდენდა.

სიუჟეტის ბოლოს, ნაჩვენები იყო პრივილეგირებული ორგანიზაციის „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელის კომენტარი, ეს ის ორგანიზაციაა რომელიც 2020 წლის არჩევნების შემდეგ საზოგადოებას უტიფრად, ერთ თვის განმავლობაში ატყუებდა. აღნიშნულის გათვალისწინებით არ მიკვირს, რომ ისინი კვლავ სიცრუის ტირაჟირებას და ცესკოს დისკრედიტაციას ცდილობენ.

რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი აქციებისთვის ემზადებიან, რადგან კარგად იციან, რომ გამარჯვების მინიმალური შანსიც არ აქვთ, ოპოზიციური მედია კი სწორედ აქციებისთვის ქმნის ფონს, რომელიც ცესკოს დისკრედიტაციაზე გადის”– წერს დავით ჩიხელიძე.

Next Post

„ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიები გაჟღერებული აბსურდით ოპოზიციასვე აზარალებენ“ - თამთა მეგრელიშვილი

ორშ ოქტ 25 , 2021
475 წაკითხვა„მთავარისა“ და „ფორმულა“-ს მიერ მომზადებული სიუჟეტი, თითქოს ვიდეოფიქსაციის პროცესი ხარვეზებით მიდიოდა ერთი დიდი ტყუილია და 30 ოქტომბრის, საბოლოო დამარცხებისადმი შეურიგებლობას ნიშნავს.“- წერს იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში. „ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიები გაჟღერებული აბსურდით ოპოზიციასვე აზარალებენ, „აშავებენ“ რადგან ავიწყდებათ, რომ ვიდეოფიქსაციაზე უბნების დიდ ნაწილში პასუხისმგებლობა კინჭისყრით შერჩეულმა ოპოზიციის წევრებმა აიღეს. მომზადებულ სიუჟეტში ირწმუნებიან, რომ კამერაში კარგად არ ჩანდა საარჩევნოდ მიმდინარე პროცესები […]