„ჯერ არასდროს არ ყოფილა შოუ ასე შტერი” – სოციალურ ქსელში ნიკოლოზ გამბიელის პერფორმანსი ვრცელდება

370 წაკითხვა

„ჯერ არასდროს არ ყოფილა შოუ ასე შტერი”  – სოციალურ ქსელში ნიკოლოზ გამბიელის პერფორმანსი ვრცელდება.

“ჯერ არასდროს არ ყოფილა შოუ ასე შტერი,
“ნაცების დროს” ახლა აღწერს, მოატყუოს ერი
უნდა ისევ ტყუილების, ინტრიგების საქსოვს,
ასე ცრუ და მატყუარა ნიკაც კი არ მახსოვს.

ენატრება ნაცებისას კლოუნობა ტკბილი,
ამიტომაც დაავიწყდა, ვინ დააძრო კბილი,
საწყალ მოხუცს, მოღიმარი საქართველოს დროშით,
დაიკარგა მთელი შოუ სივრცეში და დროში.

ცხრა წელია ჩვენს ქვეყანას აღარ უნდა ნაცი,
მატყუარა გვარამია, პრეზიდენტი – ვაცი,
კრიმინალი მეგისა და კასტილების კაცი,
ოპოები – თავები რომ შეაფარეს საცივს.

სიძულვილი, ლანძღვა, მტრობა, არის თქვენი სტილი,
დღის შუქზეც და სიბნელეშიც ხართ ღორების ტილი,
და ყველა ხიდს მოიხმარებთ აცოცების მიზნით,
მორიელი რომ ცხოვრობდა, სულ თქვენა ხართ იმ ზნის.

სიძულვილზე, სიმყრალეზე თქვენ რომ სიტყვას დაძრავთ,
გვარამიას ელაქუცეთ – მაგ სიმყრალის აღმძრავს,
ქვეყნის მშიერ მომავალსაც არ გაღირსებთ ბიძო,
მაგ იმედის დასრულებას სულ 3 დღეში იგრძნობთ.

ლელოც, გირჩიც სტრატეგიაც, ნაცები ხართ ყველა,
და არაჟნის პრეზიდენტი, თქვენს მომავალს თელავს,
მაგრამ ამას ვეღარ ხვდებით, ილუზიით მთვრალი,
გელოდებათ დამარცხება ანგარიშით მშრალით.

მართალი ხართ – ეშმაკია ვინც ნაცებს გყავთ ხატად,
ცხოვრობს როგორც შეიხი და ჩე გევარას ხატავს,
თქვენს სიკვდილსაც თქვენვე დადგამთ – მოგდგამთ ტრადიცია,
ქრონიკის მოდელირება თქვენებრ სად იციან…

ხვის ჯიბეში ხელს რომ ჰყოფდა, გაქცეულა ბიძა,
და იქიდან უგინებდა დის შვილს ქართულ მიწას.
თქვენ გედები ითამაშეთ, ტანი გიწყობთ თუ ხელს
და ისინი ლანძღეთ ვინც მათ სახეს ქართველს უმხელს,

შოთაც, ვაჟაც და აკაკიც სულ გეკიდათ ფეხზე,
და რუსეთთან თქვენი ფლირტი მქუხარეა მეხზე,
ყველაფერი რომ მიჰყიდეთ, მიწა ჩააბარეთ,
მაშინ რატომ არ დარდობდით, ვინ ყიდულობს მთვარეს?

თქვენთვის ვეღარ დაღამდება ბედნიერი ღამე,
გულებს ვეღარ გაგიხარებთ იმისთანა რამე,
რასაც ადრე შეეჩვიეთ – საფლავებზე როკვას,
გორთან მიშას გაქცეული ნაბიჯების ლოკვას.
ვერ გაღირსებთ დამარცხებას თქვენ სიმართლის ქნარის,
და ვერც მიშა ეღირსება – ასი ქალის ქმარი.

Next Post

„ამიტომ, ახლა, მინდა გითხრათ, ოპოზიციის არცერთ წევრს, არ უხსენებია მსგავსი ფაქტები,“ - გიორგი ჭილაშვილი

სამ ოქტ 26 , 2021
370 წაკითხვასაოცარ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. ვისაც რა უნდა, როცა უნდა და რაზეც უნდა იმაზე შეუძლია ისაუბროს, ყოველგვარი ფაქტის, არგუმენტის და ლოგიკის გარეშე! დღეს, კიდევ ერთი ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო საარჩევნო კომისიის“ “ვიდეო ანალიზს” ვუყურე, რომელშიც გაურკვეველ საარჩევნო დარღვევებზე საუბრობენ და მსჯელობენ, დარღვევები, რომელზეც ეს ადამიანები საუბრობენ არცერთ საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციის დასკვნაში არ არის აღნიშნული, იმ ორგანიზაციების დასკვნებშიც კი, რომლებიც […]