
საოცარ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. ვისაც რა უნდა, როცა უნდა და რაზეც უნდა იმაზე შეუძლია ისაუბროს, ყოველგვარი ფაქტის, არგუმენტის და ლოგიკის გარეშე!
დღეს, კიდევ ერთი ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო საარჩევნო კომისიის“ “ვიდეო ანალიზს” ვუყურე, რომელშიც გაურკვეველ საარჩევნო დარღვევებზე საუბრობენ და მსჯელობენ, დარღვევები, რომელზეც ეს ადამიანები საუბრობენ არცერთ საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციის დასკვნაში არ არის აღნიშნული, იმ ორგანიზაციების დასკვნებშიც კი, რომლებიც მათი ორბიტის წევრები არიან.“- წერს სოციალურ ქსელში საარჩევნო საკითხების სპეციალისტი გიორგი ჭილაშვილი.
საინტერესოა, რომ ვიდეო მიმართულია პირდაპირ საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისკენ, მაგრამ იმდენად მდარედ არის ეს გაკეთებული, რომ პატარა ბავშვიც ადვილად მიხვდება იმ ფაქტს, რომ ამ ვიდეოს ავტორებს წარმოდგენა არ აქვთ არჩევნებზე და უბრალოდ პოლიტიკური ვნებები ამოძრავებთ!
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თითქმის ყველა სხდომას ვადევნებ თვალს ბოლო პერიოდის განმავლობაში, რადგან ყველა სიტყვა და პოზიცია მცოდნოდა ოპოზიციის და ასევე ხელისუფლების და ზოგადად კომისიის წევრების, რადგან შეფასებები ობიექტურად გამეკეთებინა.
ამიტომ, ახლა, მინდა გითხრათ, ოპოზიციის არცერთ წევრს, არანაირად არ უხსენებია მსგავსი ფაქტები, რასაც „სამოქალაქო საარჩევნო კომისია“ ატენის მოსახლეობას,
ერთადერთი, შეჯამების ერთ-ერთ სხდომაზე წამოიკნავლა კირთაძემ, გაყალბდაო, უბრალოდ თავისი პოლიტდავალება შეასრულა, მეტი არაფერი!
მოკლედ, აღნიშნული ორგანიზაციის წარმოდგენილი ვიდეოანალიზი გახლავთ, ასტრალში გასული გაყალბებული კვლევა, რადგან 4 წუთიან ვიდეოში არცერთი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, ამიტომ გთხოვთ, მსგავს ვითომ ანალიზებს არ ენდოთ და არ მიაქციოთ ყურადღება, რადგან ჩვენ საზოგადოებას გვაქვს მსაზღვრელი, საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები და მხოლოდ მათ მივადევნოთ თვალი, რადგან მათი დასკვნები, სრულად დაცლილია, ყოველგვარი პოლიტიკური კონტექსტისგან.”– წერს გიორგი ჭილაშვილი.