512 წაკითხვა
ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:
შემთხვევით ვუყურე იმ რაღაც ალტერნატიული ცესკოს ვიდეორგოლს, სადაც გადმოიფრქვა აზრები, თუ როგორ გაყალბდა არჩევნები
პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ამ “ალტერნატიულ ცესკოს” ისე ვენდობოდი, როგორც 90-იანებში ვაგზლის რომელიმე სახაჭაპურეზე გაკრულ ბანერს “დამზადებულია იმერული ყველით”, მაგრამ ყველაზე მაგარი იყო ის შეფასება, რომ არჩევნების შედეგებზე თურმე ამინდი მოქმედებს
აუუუ, ძააალიან მაგარია.
ე.ი. თუ კარგი ამინდია, ხელისუფლება იგებს, იმიტომ რომ წვიმაში ვერ აყალბებენ (თუ პირიქით. მართალი გითხრათ, ბოლომდე ვერ ჩავწვდი კვლევის მათს მეცნიერულ მეთოდს)
მოკლედ რომ ვთქვა, 30-ში ამ თაღლითების თავზე ნამდვილი ჭექა-ქუხილი იქნება და ეს ე.წ. არასამთავრობოები ნაწვიმარზე გამქრალი მტვერივით მოგვშორდებიან