ხატია დეკანოიძე ამბობს ისეთ სისულელეს, რომელსაც არასრული საშუალო განათლების მქონე ადამიანიც კი არ იკადრებს”- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის მერობის კანდიდატ ხატია დეკანოიძის ინიციატივას, ქუთაისში, შერიფის ინსტიტუტის შემოღების შესახებ.
“საყოველთაოდ ცნობილია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელებსა და სექტის ბრმა მიმდევრებს ახასიათებთ განათლებისა და კომპეტენციის ტოტალური დეფიციტი. ნიკანორ მელიას ყალბი დაპირებების კვალდაკვალ, ვანო მერაბიშვილის პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელი (2007-2012 წწ.) ხატია დეკანოიძე ამბობს ისეთ სისულელეს, რომელსაც არასრული საშუალო განათლების მქონე ადამიანიც კი არ იკადრებს.
პოპულიზმსაც აქვს გარკვეული საზღვრები. სააკაშვილის პარტიის შემთხვევაში ვხედავთ უძირო ფსკერს. ეტყობა რამე ამერიკულ სერიალს უყურებდა ქალბატონი დეკანოიძე და შერიფებზე ფუჭი დაპირებით ისევ დაამტკიცა, რომ თავადაც ვირტუალურ განზომილებაშია როგორც მთლიანად “ნაცების” სექტა.”- წერს გია აბაშიძე.