„ენმ“ ყველაფერს კადრულობს იმისთვის, რომ როგორმე ხელისუფლება ხელში ჩაიგდოს“ – დავით ლილუაშვილი

832 წაკითხვა

რატომ წავედით გუშინდელ შეკრებაზე? იმიტომ რომ მკვლელებისა და ჯალათების პარტიას არჩევნების მეორე ტურის შედეგებით არ მიეცეს იმის იმედი, რომ მისთვის შესაძლებელია ხელისუფლებაში დაბრუნება!”– წერს უფლებადამცველი დავით ლილუაშვილი და ეხმიანება 27 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე, ქართული ოცნების შემაჯამებელ შეკრებას.

„იმიტომ რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა უნდა მოიგონ მეორე ტურებში! ასე უნდა მოხდეს, სამართლიან არჩევნებში უნდა დამარცხდეს „ენმ“!

„ენმ“ ყველაფერს აკეთებს და კადრულობს იმისთვის, რომ როგორმე ხელისუფლება ხელში ჩაიგდოს. დემაგოგია,შატნაჟი,პროვოკაციების მოწყობა,დესტაბილიზაციის აგორება,რევოლუციური სცენარით მოქმედებები,ეს არის მათი ხელწერა. ის, რომ კოალიციური მთავრობისთვის იღწვიან და ქვეყნის აღმშენებლობა უნდათ,ესეც არის „ენმ-ის“ დემაგოგია და ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრა.

რა კოალიციური მთავრობა?! რის მრავალპარტიული გუნდი?! სააკაშვილი არ იყო, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს და მათ ლიდერებს პარტიუკები და პოლიტიკანები ეძახა?!

და საერთოდ, 2003 წელი არ იყო, რომ „ნაციონალები“ კოალიციურად მოვიდნენ ხელისუფლებაში, მერე კი ყველა მოისროლეს?!

მივმართავ „ქართულ ოცნების“ წარმომადგენლებს – დანაშაულში ბრალდებული პირების პერსონალური პასუხისმგებლობის გარდა, ასევე საჭიროა, რომ დანაშაულებრივი რეჟიმის შექმნისთვის მოხდეს „ენმ-ის“ აკრძალვა! ქვეყნას სტაბილურობა და განვითარება სჭირდება და თქვენ ეს უნდა გააკეთოთ!“– წერს დავით ლილუაშვილი.

Next Post

„ნაციონალურმა მოძრაობის“ ამბავი დამთავრებულია, ეს არის ბოლო გაფართხალება“ – გიორგი გამსახურდია

ხუთ ოქტ 28 , 2021
832 წაკითხვაეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლო გაფართხალება და 30 ოქტომბერს მიიღებენ ამომწურავ პასუხს საარჩევნო უბნებთან, – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილმა, გიორგი გამსახურდიამ „იმედი LIVE“-ში განაცხადა. „ნაციონალურმა მოძრაობის“ ამბავი დამთავრებულია. ეს იყო ამათი ბოლო აქცია. ეს იყო ნათელი მაგალითი, რაც მთლიანი სამეგრელოდან შეძლეს მომხრეების მობილიზება და მეტსაც გეტყვით, არა მარტო სამეგრელოდან, თბილისიდანაც ჰყავდათ ხალხი ჩამოყვანილი. ეს არის ამათი […]