არაფერია ახალი მზისქვეშეთში, სააკაშვილიც ჩვეულებრივი აფრიკელი დიქტატორის ტიპია – ეთერ ნაცვლიშვილი

266 წაკითხვა

არაფერია ახალი მზისქვეშეთში, სააკაშვილიც ჩვეულებრივი აფრიკელი დიქტატორის ტიპია, თუმცა სანამ ერთ-ერთი მათგანის ისტორიას მოგიყვებოდეთ, მიშაზე მოქვითინე ქალებს: თაკო ჩარკვიანს, ეკა ხერხეულიძეს, ხატია დეკანოიძეს, მომღერლებს და კომპოზიტორებს მინდა ვუთხრა –  ან გაუცოცხლეთ შვილი ია მეტრეველს, ან ხმამაღლა თქვით, უფრო სწორად გველებივით დაისისინეთ, რომ
ხეს რომ ჭრიან ნაფოტი ცვივა, ისევე როგორც მთელი საბჭოეთის თქვენი ტიპის ინტელიგენცია ამბობდა ახალი ქვეყნის მშენებლობის სახელით რეპრესირებულ, დახოცილ ადამიანებზე.”- ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი, ეთერ ნაცვლიშვილი – გოგებაშვილი წერს.

“მაშ ასე, ისტერიული ქალების სათაყვანო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი, რომელმაც შემდგომში თავი იმპერატორად გამოაცხადა ჟან ბედელ ბოკასსა ცნობილი როგორც სალახ ედ-დინ ახმედ ბოკასსა, მარშალი, რომელიც პრეზიდენტად გახდომამდე საფრანგეთის არმიაში მსახურობდა.

ისტორიაში იგი შევიდა, როგორც სასტიკი დიქტატორი, რომელმაც აწამა უამრავი ადამიანი,, გაანადგურა ოპოზიცია, შემდგომში, როცა თავი იმპერატორად გამოაცხადა იჯდა ოქროს ტახტზე, ფეხსაცმელი, რომელიც კურთხევაზე ეცვა შესულია მსოფლიოს ყველაზე ძვირფას ფეხსაცმელთა შორის შეიძინა ასი მანქანა.

საფრანგეთის უმაღლესი პირების მოსასყიდად იგი უძვირფასესი ნივთებით ასაჩუქრებდა მათ. “საფრანგეთის პრეზიდენტის ჟისკარ დ’ეს ტენის ლოიალობას იგი ყიდულობდა უძვირფასესი საჩუქრებით, რომელთა შორის იყო უიშვიათესი ბრილიანტები. ეს ფაქტი ამხილა ფრანგულმა გაზეთმა “კანარ ანშენემ, რამაც დიდი გავლენა მოახდინა პრეზიდენტის რეპუტაციაზე და მან წააგო არჩევნები ფრანსუა მიტერანთან.

ბოლოს და ბოლოს საფრანგეთის ხელისუფლებისათვის სამარცხვინო გახდა ბოკასას მხარდაჭერა. გაქცეული იმპერატორი ხან პარიზის მახლობლად , ხან აფრიკაში სპილის ძვლის სანაპიროებზე ცხოვრობდა.სამშობლოში იგი დაუსწრებლად გაასამართლეს სამშობლოს ღალატის, მკვლელობების, სახელმწიფო ქონების დატაცებისა და სხვა დანაშაულებებისათვის და მიესაჯა სივდილით დასჯა 1986 წელს იგი თავისივე სურვილით დაბრუნდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში იმ იმედით, რომ ხალხი მას ისევ დასვამდა ტახტზე, მაგრამ ბოკასსა უმალ დააპატიმრეს, გაასამართლეს, მიუსაჯეს ჯერ სიკვდილით დასჯა, რომელიც სამუდამო პატიმრობით, შემდეგ კი ოცწლიანი პატიმრობით შეუცვალეს.

1986 წელს ბოკასა ამნისტიით გათავისუფლდა და სამი წლის შემდეგ ინფარქტით გარდაიცვალა

რას იტყვით:
თვალი გავს? ჰგავს
ცხვირი გაქვს? ჰგავს
ბიოგრაფია ჰგავს? ჰგავს.
შემდგომში შემოგთავაზებთ ლათინო-ამერიკელი დიქტატორების: ტრუხილიოს, სომოსას, ფუხიმორის, უგო ჩავესის, მოამარ კადაფის და სხვების ბიოგრაფიებს.”- წერს ეთერ ნაცვლიშვილი-გოგებაშვილი.

Next Post

„ვფიქრობთ,”IPSOS-გლობალის” კვლევა არის რეალობას აცდენილი და არარელევანტური“

ხუთ ოქტ 28 , 2021
266 წაკითხვაგუშინ ტელეკომპანია “მთვარი არხის” დაკვეთით “IPSOS-გლობალმა” არჩევნებთან დაკავშირებით გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვა ჩატარდა 23-დან 27 ოქტომბრის ჩათვლით და შედეგების მიხედვით თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში,თბილისის გარდა (რუსთავში,ქუთაისში,ზუგდიდსა და ბათუმში) “ენმ-ის” კანდიდატები იგებენ. “მთვარმა არხმა” IPSOS-გლობალს არჩევნების პირველ ტურშიც დაუკვეთა კვლევა,რა დროსაც გამოკითხვის შედეგების მიხედვით “ქართულ ოცნებას” ჰქონდა 35%,არადა პირველი ტურის დროს “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვა 47%. როდესაც კვლევის მიხედვით ცდომილება არის 12 […]