„არ მივაქციოთ ყურადღება არაკვალიფიციური და ყალბი შეფასებების გამავრცელებელთა ნააზრევს!“ – გიორგი ჭილაშვილი

371 წაკითხვა

საარჩევნო საკითხების სპეციალისტი, გიორგი ჭილაშვილის პოსტი ფეისბუქში:

ძალიან საინტერესო ამბები ხდება არჩევნებთან დაკავშირებით. ბოლო პერიოდის განმავლობაში, ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და ასევე სოციალური ქსელის გვერდებმა შეითავსეს მეტად მნიშვნელოვანი ფუნქცია. კერძოდ ისინი დაკავდნენ, ვითომ არჩევნების მონიტორინგით, დაიწყეს შეფასებების კვლევების და ანგარიშების წერა და კითხვა!
რა თქმა უნდა, ის ხალხი ვისაც გვაქვს გარკვეული კომპეტენცია და გამოცდილება საარჩევნო საკითხებზე , არ მივაქცევდით ყურადღებას, მაგრამ ზოგიერთი მათგანი უკვე გასცდა ყველანაირ ზღვარს, ასტრალში არიან საკუთარი ყალბი და არაკვალიფიციური შეფასებებით. მათ შორის მოწინავე გახლავთ ერთ-ერთი საოციალური გვერდი „აი ფაქტი“, რა თქმა უნდა, რამოდენიმე ძალიან ყალბი ინფორმაციის შემდეგ დავარეპორტე, ასევე ყველას მოგიწოდებთ არ ენდოთ ამ გვერდის ინფორმაციას!
დღეს ჩვენ გვაქვს ოფიციალური შეფასებები და დასკვნები, როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივი ორგანიზაციების და გთხოვთ ვიხელმძღვანელოთ მათი რეკომენდაციებით მათი შენიშვნებით, არ მივაქციოთ ყურადღება არაკვალიფიციური და ყალბი შეფასებების გამავრცელებელთა ნააზრევს!

Next Post

„ბოდიში, თქვენ მისამართი შეგეშალათ, ანუ, პასუხად ქალბატონ ნანა კაკაბაძეს!“ - ზაურ ნაჭყებია

ხუთ ოქტ 28 , 2021
371 წაკითხვა ზაურ ნაჭყებიას პოსტი ფეისბუქში: ბოდიში, თქვენ მისამართი შეგეშალათ, ანუ, პასუხად ქალბატონ ნანა კაკაბაძეს! თუ „ნაციონალების “ სისხლიან რეჟიმზე გაამახვილებ ყურადღებას ,„ნაციონალების“ ბრმა, თუ ფანატიკური მხარდამჭერების აზრით, „ქოცმადიდებელი“ და ბნელი ხარ, ხოლო, თუ „ქართულ ოცნებას“ ცივ ნიავს მიაკარებ, ბოღმიან-ღვარძლიანი და ვერ არჩევ მათ შორის განსხვავებას! არადა, ხომ შეიძლება, ვარდისფერი სათვალეები გქონდეს მოხსნილი და ყველაფერს რეალურად ხედავდე და აფასებდე?! ხომ […]