„შერიფა” ქუთაისის მერობას არ იმსახურებს!” – დავით ჩიხელიძე

434 წაკითხვა

„შერიფა“ ქუთაისის მერობას არ იმსახურებს!”- წერს “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში, ქუთაისში, “ნაციონალური მოძრაობის”  მერობის კანდიტ ხატია დეკანოიძის შესახებ.

“ქუთაისი საკუთარი მდიდარი ტრადიციით და კულტურით ნამდვილად გამორჩეული ქალაქია, რომელსაც ღირსეული პროფესიონალი მერი სჭირდება, მერი რომელიც დღენიადაგ მის განვითარებაზე იზრუნებს, საქმიანი და კომპეტენტური მერი. საბედნიეროდ ჩვენს ქვეყანაში წარსულს ჩაბარდა, დრო როდესაც ამომრჩეველს თავისუფალი ნების გამოხატვის შესაძლებლობა შეზღუდული ან წართმეული ჰქონდა, ხვალ ქუთაისი ისევე როგორც სხვა ქალაქები (სადაც მეორე ტური იმართება) საკუთარ ღირსეულ, პრინციპულ არჩევანს გააკეთებენ. პრინციპული არჩევანი, რომლითაც უარს ეტყვიან ორმაგ სტანდარტს და უპრინციპობას.

ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე პრინციპების ნაკლებობით გამოირჩევა, მისთვის უცხოა ღირებულებები და ადამიანზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარება, მისთვის მთავარი ბრძანების შესრულებაა, რომელიც რიგ შემთხვევაშ უკანონოა, ასე იყო საქართველოში და უკრაინაში, როდესაც ის პოლიციის რეფორმას ატარებდა. აღმოჩნდა, რომ მისთვის ეს სფერო უცხოა, რადგან უკრაინაში პოლიციის რეფორმა კრახით დასრულდა, ახლა კი ქუთაისში შერიფის ინსტიტუტიც შემოღება დააანონსა, რითაც საკუთარი დილეტანტიზმი დაადასტურა, როდესაც მერობის კანდიდატი ხარ, ქვეყნის კანონმდებლობას უნდა იცნობდე და შენი განცხადებები მას მოარგო!

რა თქმა უნდა ქუთაისელი ამომრჩევლის არჩევანში არ ვერევი, მაგრამ ყველას მოვუწოდებ კარგად დაფიქრდნენ ვის აძლევენ ხმას, ხატია დეკანოიძე სისხლიანი რეჟიმის ერთ ერთი შემქმნელია, რომელსაც არ აქვს მორალური უფლება ქუთაისი მერი იყოს. დეკანოიძის “წარმატების” საიდუმლო. რეპრესიები, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვაა, ქუთაისი რეპრესიებისთვის მეცოდება. “შერიფა” ქუთაისის მერობას არ იმსახურებს!”- წერს დავით ჩიხელიძე.

შეგახსენებთ, ხატია დეკანოიძემ გააჟღერა ინიციატივა, რომ ქუთაისის მერად არჩევის შემთხვევაში, ამოქმედდება ე.წ შერიფის ინსტიტუტი.

Next Post

„დაიცადეთ, დაელოდეთ მოვლენების განვითარებას“ - თამთა მეგრელიშვილი

პარ ოქტ 29 , 2021
434 წაკითხვაიურისტი თამთა მეგრელიშვილი, ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის მერობის კანდიდატ ხატია დეკანოიძისა და უკრაინის შს ყოფილ მინისტრ არსენ ავაკოვის შესახებ წერს: „მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ყოფილ შს -მინისტრს კაბინეტში უვარდებოდა და ეუბნებოდა“  ოლიგარქი, კორუმპირებული, ბანდიტი ხარ და ციხეში უნდა იჯდეო!” ამ დროს ხატია დეკანოიძე, მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრი, თავად ავაკოვთან, ამ ე.წ. კორუმპირებულთან ძალიან ახლო ურთიერთობაშია და ამას არ მალავს. გუნდის შიგნით, […]