იურისტი თამთა მეგრელიშვილი, ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის მერობის კანდიდატ ხატია დეკანოიძისა და უკრაინის შს ყოფილ მინისტრ არსენ ავაკოვის შესახებ წერს:
„მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ყოფილ შს -მინისტრს კაბინეტში უვარდებოდა და ეუბნებოდა“ ოლიგარქი, კორუმპირებული, ბანდიტი ხარ და ციხეში უნდა იჯდეო!”
ამ დროს ხატია დეკანოიძე, მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრი, თავად ავაკოვთან, ამ ე.წ. კორუმპირებულთან ძალიან ახლო ურთიერთობაშია და ამას არ მალავს.
გუნდის შიგნით, სააკაშვილს, როგორც ჩანს გუნდის მართვის სადავეები ხელიდან გაეშვა.
ვერ უშლიდა და ახლა ციხეში გამომწყვდეული საერთოდ ვერ უშლის ხელს ხატიასა და ავაკოვის ურთიერთობას.
ფაქტია, ხატია ავაკოვთან ურთიერთობით სააკაშვილის წინააღმდეგაა! გუნდში შიდა დაპირისპირებაა, საყვედურობენ სააკაშვილსა და მელიას ხატია დეკანოიძის ქალაქ ქუთაისში მერიბის კანდიდატად წარდგენას.
გუნდის წევრებს არ ესმით “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი რატომ უნდა იყოს უკრაინიდან გამოგდებული ხატია დეკანოიძე.
დაიცადეთ, დაელოდეთ მოვლენების განვითარებას. ამომრჩეველი 30 ოქტომბერს საკუთარ არჩევანს გააკეთებს და ქუთაისში უმრავლესობის არჩევანი არ იქნება ხატია დეკანოიძე , მე ამაში დარწმუნებული ვარ.“- წერს თამთა მეგრელიშვილი.