საარჩევნო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ “იფსოსის“ მიერ ჩატარებული კვლევები არჩევნების რეალურ მონაცემებში 7%-დან 11.7%-მდე ცდომილებას იძლევა.
ასე მოხდა გუშინაც როცა საგანგებო რეჟიმში ნიკა გვარამიამ მისივე გადაცემა იფსოსის კვლევას დაუთმო.– წერს სოციალურ ქსელში იურისტი თამთა მეგრელიშვილი.
„მის მიერ გაჟღერებული მონაცემები მისაღები იყო „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ტყუილი იყო ყველა სხვა დანარჩენისთვის, პოლიტიკური ძალისა თუ ამომრჩევლისთვის.
ეს ტყუილი ტყუილად დარჩებოდა, რომ არა იფსოსის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული კვლევის შედეგი.
ფაქტია, იფსოსი გვარამიასთან შეთანხმებით აყალბებდა და აყალბებს წინასაარჩევნო მონაცემებს.
მართალია ნიკა გვარამია დღეს გაემიჯნა „იფსოსს“, მაგრამ მათი პოლიტიკურ – საარჩევნო ხელწერა ამოცნობილია, გაშიფრულია და დასრულებულია!“– წერს თამთა მეგრელიშვილი.