„ფაქტია უსაფრთხოების სამსახურმა დროულად გამოავლინა და აღკვეთა სისხლის სამართლის დანაშაული“ – დავით ჩიხელიძე

566 წაკითხვა

“ნაციონალური მოძრაობის” და მისი წევრების გამოსწორება შეუძლებელია, რა თქმა უნდა, პარტიული კუთვნილებით ადამიანების დაყოფა  ყოვლად მიუღებელია, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის ე.წ. „ცხელ თავები“ სიბოროტის განსახიერებას წარმოადგენენ, რომლებიც ბელადის გამო ყველაფერზე წავლენ.” – ასე ეხმიანება “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე “სუს”-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს, რომელშიც “ნაც.მოძრაობის” წევრები ვითარების გამწვავებაზე საუბრობენ.

“ჩანაწერის სიღრმისეულ ანალიზში არ შევალ, ფაქტია უსაფრთხოების სამსახურმა დროულად გამოავლინა და აღკვეთა სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც მიზანს რევოლუცია, კანონიერი ხელისუფლების დამხობა და ამხანაგი სააკაშვილის გათავისუფლება წარმოადგენდა, ამ ადამიანებისთვის არაფერს წარმოადგენს კანონი, სახელმწიფო ინსტიტუტები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მათ ამომრჩევლის ნება არ აინტერესებთ, მათთვის სულ ერთია რას ფიქრობს ხალხი, სწორედ ეს მეტყველებს მათ „დემოკრატიულობაზე“.

რევოლუციების დრო წარსულს ჩაბარდა, ნაციონალური მოძრაობა კი წარსულში დარჩა, სწორედ ამიტომ რევოლუციის გარდა, ხელისუფლებაში მოსვლის სხვა გზას ვერ ხედავენ.

ქართველი ამომრჩეველი თითქმის ათი წლის განმავლობაში აკეთებს საკუთარ პრინციპულ არჩევანს და ნაციონალურ მოძრაობას არას ეუბნება, მაგრამ ამ ადამიანებმა ვერაფერი გაიგეს, ვერაფერი ისწავლეს. კვლავ მავნებლობის ხასიათზე არიან, საბედნიეროდ დღეს 2003 წელი არ არის, დღეს საქართველო შემდგარი სახელმწიფოა, სადაც უკანონობის და რევანშის არც დრო და არც ადგილი არ არის.

დღეს პოლიტიკურ სუბიექტებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, არბიტრი კი ქართველი ამომრჩეველია, მოვუწოდებ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, პატივი ეცით სახელმწიფოს, პატივი ეცით ამომრჩეველს. მიეცით ცესკოს მშვიდად მუშაობის შესაძლებლობა, იმოქმედეთ კანონის შესაბამისად და არ გასცდეთ კანონის მოთხოვნებს”- წერს დავით ჩიხელიძე.

Next Post

„საინტერესო ამბები ხდება ქუთაისში, კორუფციასთან „მებრძოლი“ ხატია ხომ გახსოვთ, ქუთაისის მერობა რომ მოისურვა? - დავით ჩიხელიძე

პარ ოქტ 29 , 2021
566 წაკითხვა„საინტერესო ამბები ხდება ქუთაისში, კორუფციასთან „მებრძოლი“ ხატია ხონ გახსოვთ, ქუთაისის მერობა რომ მოისურვა? მისი გუნდის წევრი არის ვინმე გიგა შუშანია, რომელიც საარჩევნო კამპანიაში აქტიურად არის ჩართული. შუშანიას ბიოგრაფია კორუფციის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს, შუშანია ნაციონალური მოძრაობის დროს ქუთაისში გარკვეულ თანამდებობებს იკავებდა, ხელფასის სახით კი საჯარო მოხელისთვის განკუთვნილ, სტანდარტულ ანაზღაურებას იღებდა. შუშანიამ მოახერხა და მოკრძალებული ხელფასით: 2012 წელს ნაკვეთი შეიძინა ზედა […]