ნიკა გვარამიამ პირველ რიგში უნდა მოიხადოს ბოდიში მისი ამომრჩევლის წინაშე – გიორგი ჭილაშვილი

679 წაკითხვა

დიდი შეცდომა – ეს ფორმულირება ყველაზე მეტად შეესაბამება “Ipsos” -ის კვლევას და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.”- წერს სოციალურ ქსელში საარჩევნო საკითხების სპეციალისტი გიორგი ჭილაშვილი.

“ბოლო დროს ხედავთ, რომ აქტიურად ვწერ საარჩევნო საკითხებზე და ყოველთვის ხაზს ვუსვამ ობიექტურობას, ასევე სულ ვამბობ, რომ არჩევნებზე უნდა საუბრობდნენ ის ადამიანები, რომლებსაც  აქვთ გარკვეული სახის გამოცდილება და კვალიფიკაცია, ეს ძალიან მნშვნელოვანია!

საზოგადოებას მიზანმიმართულად აწვდიან გაყალბებულ ინფორმაციას და ეს ფაქტი დადასტურდა. ამ შემთხვევაში რაც  Ipsos-ის ირგვლივ მოხდა ძალიან სამწუხაროა და ვფიქრობ, რომ დამკვეთმა აუცილებელია  საზოგადოების წინაშე ბოდიში მოიხადოს. ზოგადად ამომრჩევლის წინაშე, ვისი მხარდამჭერიც არ უნდა იყოს.

ნიკა გვარამიამ პირველ რიგში უნდა მოიხადოს ბოდიში მისი ამომრჩევლის წინაშე და შემდეგ საზოგადოების, ჩივილს უკვე აზრი არ აქვს, ფაქტი მოხდა, ისეთივე უხეში ფაქტი, როგორიც გახლდათ ვითომ მაღალი ნდობისა და კვალიფიკაციის მქონე “სამართლიანი არჩევნების” (ISFED) მხრიდან, რაც მაშინ “პივიტის” გაყალბებულ შედეგებს ეხებოდა!

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, საზოგადოებამ უნდა მოუსმინოს და მხედველობაში მიიღოს მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნა და ანგარიშები.  რაც შეეხება შედეგებს, არანაირი ეგზითპოლი, მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგები გახლავთ სწორი!

უბრალოდ, სამწუხაროა, რომ მსგავი ფაქტების შემდეგ, ეს ადამიანები კიდევ “ცესკო”-ს მოუბრუნდებიან და გამოეკიდებიან ულოგიკოდ! “ცესკო”-მ ყველაფერი გააკეთა, რაც ამ ეტაპზე მას შეეძლო და საარჩევნო პროცესი გახადა მაქსიმალურად გამჭვირვალე.

ამ პროცესში უზრუნველყო ყველა დაინტერესებული მხარის მაქსიმალურად ჩართულობა, რაც არასდროს მომხდარა!“- წერს გიორგი ჭილაშვილი.

Next Post

„ყველა უბანზე წილისყრა და ფუნქციების გადანაწილება, საარჩევნო კოდექსის სრული დაცვით მოხდა“ - თამთა მეგრელიშვილი

შაბ ოქტ 30 , 2021
679 წაკითხვათვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ადმინისტრირების თვალსაზრისით მაღალ დონეზეა ორგანიზებული. ქვეყნის მასშტაბით 1867 უბანი დროულად გაიხსნა. ყველა უბანზე წილისყრა და ფუნქციების გადანაწილება, საარჩევნო კოდექსის სრული დაცვით მოხდა. გადასატანი ყუთის გასვლა დროულად მოხდა და წილისყრის დროს არ ყოფილა შეფერხება და პროცესისადმი ხელის შეშლა. მოვუწოდებ პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი […]

შესაძლოა მოგეწონოთ