„ყველა უბანზე წილისყრა და ფუნქციების გადანაწილება, საარჩევნო კოდექსის სრული დაცვით მოხდა“ – თამთა მეგრელიშვილი

723 წაკითხვა

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ადმინისტრირების თვალსაზრისით მაღალ დონეზეა ორგანიზებული. ქვეყნის მასშტაბით 1867 უბანი დროულად გაიხსნა.

ყველა უბანზე წილისყრა და ფუნქციების გადანაწილება, საარჩევნო კოდექსის სრული დაცვით მოხდა. გადასატანი ყუთის გასვლა დროულად მოხდა და წილისყრის დროს არ ყოფილა შეფერხება და პროცესისადმი ხელის შეშლა.

მოვუწოდებ პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხიმგებლობა, პატივი სცენ ქვეყნის კანონმდებლობას და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარებას.“– წერს თამთა მეგრელიშვილი.

Next Post

„პირველი ტურის მსგავსად არჩევნები მაღალ დონეზეა ორგანიზებული და მშვიდ გარემოში მიმდინარეობს“ - დავით ჩიხელიძე

შაბ ოქტ 30 , 2021
723 წაკითხვა„დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს: „არჩევნების მეორე ტურს და კენჭისყრის პროცედურებს აქტიურად ვაკვირდები, დილის 8 საათზე უბნების აბსოლუტური უმრავლესობა გაიხსნა და მზად იყო ამომრჩევლის მისაღებად, კენჭისყრის პროცედურამ ყველა უბანზე შეფერხების გარეშე, მშვიდ საქმიან გარემოში ჩაირა, გადასატანი ყუთის გასვლაც ორგანიზებულად ხორციელდება, პირველი ტურის მსგავსად არჩევნები მაღალ დონეზეა ორგანიზებული და მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, ცესკოს ადმინისტრატორებს აქვთ კომპეტენციის […]