„მთავარი არხის მიერ დაკვეთილი სოციოლოგიური კვლევა სანდოობით არასდროს გამოირჩეოდა“ – დავით ჩიხელიძე

341 წაკითხვა

„მთავარი არხი“-ს და „იფსოს“-ის სკანდალის შესახებ ყველამ ვიცით, გვარამიას გაფაქტვის შემდეგ, “მთავარ არხს” სხვა გზა არ ჰქონდა, შეტევაზე გადავიდა და “იფსოს”-თან ხელშეკრულება გაწყვიტა, მას კვლავ დაავიწყდა ბოდიში, ბოდიში რომელიც საზოგადოებას ეკუთვნოდა.

ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ დიდი იყო ალბათობა, რომ მთავარი არხი მეორე ტურის წინ ეგზიტპოლს არ გააკეთებდა, რადგან არჩევნებამდე სულ რაღაც ერთი დღე იყო დარჩენილი. მაგრამ ნაციონალურ მოძრაობას საკუთარი ბინძური სცენარის სისრულეში მოსაყვანად, ეგზიტპოლის ჩატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, პარტიული საჭიროებიდან გამომდინარე გვარამიამ ეგზიტპოლის ჩატარება გადაწყვიტა, საველე სამუშაოებს კომპანია „ანოვა“ აწარმოებს, ხოლო შედეგებს მოწვეული ექსპერტები შეაჯამებენ.

მთავარი არხის მიერ დაკვეთილი სოციოლოგიური კვლევა სანდოობით არასდროს გამოირჩეოდა, ამჯერად ისიც კი არ ვიცით, ვინ დგას ე.წ. მოწვეული ექსპერტების უკან, დიდი ალბათობით ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრები, რომლებიც იმ შედეგს დაწერენ რა შედეგიც პარტიას და გვარამიას აწყობს. გადაჭრით ვამბობ, მთავარი არხის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლი არის სიყალბე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.”- წერს “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე.

Next Post

„გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით, ადმინისტრაცია მაღალ დონეზე მუშაობს“ - დავით ჩიხელიძე

შაბ ოქტ 30 , 2021
341 წაკითხვა„დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ფეისბუქში წერს: საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე მშვიდი ვითარებაა, არის რამდენიმე დაძაბულობის კერა, რომელიც არჩევნების საერთო სურათს არ ცვლის, პროცესი მაღალი გამჭირვალობით და დემოკრატიულობით გამოირჩევა, ასევე საკმაოდ მაღალია ამომრჩევლის აქტივობა, არჩევნებს აქტიურად აშუქებს როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო მედია, შეიძლება ითქვას, რომ ცესკოს ახალი ხელმძღვანელისთვის ეს მეორე არჩევნებია, უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი კალანდარიშვილი […]