„ოპოზიცია არეულობისთვის ემზადება, ამისთვის კი ეგზიტპოლის შედეგს გამოიყენებს“ – გიორგი ჭილაშვილი

277 წაკითხვა

ეგზიტპოლის ჩატარება არჩევნების თანმდევი პროცესია, რომელსაც ყველა დემოკრატიული ქვეყანა მიმართავს, რა თქმა უნდა ეგზიტპოლი არ არის უდავო ჭეშმარიტება, მაგრამ არჩევნების რეალურ სურათს მეტნაკლებად ასახავს.

ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ ოპოზიციურად განწყობილი ტელეარხები ეგზიტპოლს პირად ან პარტიულ ინტერესებს უთავსებს, როგორც ამას მთავარი არხი და ნიკა გვარამია აკეთებს.

მთავარმა არხმა იფსოს კვლევა ურცხვად გააყალბა, სინდისის ქეჯნის გარეშე, ახლა ეგზიტპოლის ჩატარებას აპირებს, რომელსაც არც მეტი არც ნაკლები, კომპანია “ანოვა” ჩაატარებს,(საველე სამუშაოებს) შედეგებს კი გაურკვეველი წარმომავლობის ე.წ. მოწვეული ექსპერტები ჩაატარებენ, რომელთა წარმომავლობა და ვინაობა ბურუსით არის მოცული. მთავარი არხის კვლევა იქნება ეგზიტპოლი ეგზიტპოლისთვის, რომელსაც რეალობასთან საერთო არ აქვს.

ოპოზიცია არეულობისთვის ემზადება, ამისთვის კი ეგზიტპოლის შედეგს გამოიყენებს, რომელიც არა არჩევნების რეალურ სურათს, არამედ მთავარი არხის და გვარამიას პოზიციას ასახავს. მოვუწოდებ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, შეწყვიტეთ არჩევნების თემით მანიპულაცია, არ მოახდინოთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.”- წერს სოციალურ ქსელში საარჩევნო საკითხების სპეციალისტი გიორგი ჭილაშვილი.

Next Post

„გვარამია ამ ყველაფრის გამო ცუდადაა და ორჯერ ჰყოლია სასწრაფო გამოძახებული“ - გია გაბრიჭიძე

შაბ ოქტ 30 , 2021
277 წაკითხვაჟურნალისტი, გია გაბრიჭიძე ფეისბუქში წერს: რამდენიმე უბანთან ჩავიარე. მოკლედ რომ ვთქვა, კენჭისყრა მიმდინარეობს მშვიდად, ზუსტად ისე როგორც ყოველთვის გვინდოდა. ერთადერთი ცუდი არის ის, რომ ნაც-ტელევიზიები უკუღმართად აშუქებენ (ნუ ეგ ვიცოდით ). ბუნებრივია რომ რაღაც დარღვევები იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შედეგებზე გავლენა არ ექნება. უცხოელი დამკვირვებლები პირდაპირ მოუწოდებენ კორო-ნაცებს არ გააკეთონ შეგნებული არჩევნების დისკრედიტაცია და აღნიშნავენ ცესკოს კარგ მუშაობას. […]