„საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნების სტაბილურ და მაღალ დონეზე ადმინისტრირებას გაუსვეს ხაზი“ – თამთა მეგრელიშვილი

596 წაკითხვა

„არჩევნები სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს და დასავლეთში დამკვიდრებულ საუკეთესო პრაქტიკას.

ამომრჩეველთა აქტივობა კვლავ მაღალია, ზოგადად კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს“- ამის შესახებ იურისტი თამთა მეგრელიშვილი წერს სოციალურ ქსელში.

„იყო მცირე პროცედურული დარღვევები, რომელიც საერთო სურათზე გავლენას არ ახდენს.

კენჭისყრა ორგანიზებულია მაღალ დონეზე. საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნების სტაბილურ და მაღალ დონეზე ადმინისტრირებას გაუსვეს ხაზი, რაც ცალსახად ნიშნავს, რომ არჩევნები საერთაშორისო სტანდართთან სრულ თანხვედრაშია.

მოვუწოდებ პარტიას თავი შეიკავონ პროცესში ხელოვნური ჩარევისგან, არ დაუშვან პროცესის დისკრედიტაცია.“– წერს თამთა მეგრელიშვილი.

Next Post

„ის რასაც დღეს წაგებისთვის განწირული ოპოზიცია კადრულობს დაუშვებელია“ - დავით ჩიხელიძე

შაბ ოქტ 30 , 2021
596 წაკითხვა „დღეს არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, რომელიც თავისი მნიშვნელობით ცდება თვითმმართველობის რიგით არჩევნებს, დღე რომელზეც განვითარებასა და რეგრესს შორის ზღვარი გადის, მნიშვნელოვანია თითოეული ამომრჩევლის უბანზე მისვლა და აქტიურობა, არჩევნებზე წასვლა და ხმის მიცემა, ხომ ა ადამიანის ვალდებულება და პასუხისმგებლობაა. ერთის მხრივ ვხედავთ, რომ ცესკო ყველაფერს აკეთებს, რათა არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს, მაქსიმალურად არის დაცული კოვიდ რეგულაციები, კომისიის წევრები გამოირჩევიან […]

შესაძლოა მოგეწონოთ