დღეს ყველამ ვიხილეთ, როგორ მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული არჩევნების მეორე ტური – გიორგი ჭილაშვილი

558 წაკითხვა

დღეს ყველამ ვიხილეთ, როგორ მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული არჩევნების მეორე ტური. ცესკომ შეძლო და რთულ ვითარებაში გაუმკლავდა ყველა ამოცანას. წინასწარი მონაცემებით აბსოლუტურად ყველა ქალაქში ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა, ახლა ოპოზიცია ცდილობს ხმების დაცვის საბაბით აქცია დააორგანიზოს და სახელმწიფოს პროვოკაციები მოუწყოს, მათ ხომ 2003 წელს, ერთხელ უკვე გააკეთეს, მაგრამ მაშინდელი და დღევანდელი სახელმწიფო რადიკალურად განსხვავდება, დღეს სახელმწიფო ძლიერია ისე როგორც არასდროს!”- წერს სოციალურ ქსელში საარჩევნო საკითხებში სპეციალისტი გიორგი ჭილაშვილი.

“რაც შეეხება არჩევნებს სულ 1867 უბანი გახლდათ , მიუხედავად მცირე დარღვევებისა არსად არ დაფიქსირებული რაიმე ისეთი ექსცესი, რომელიც რაიმე სახით აისახებოდა შედეგებზე, რისთვისაც ათასობით ადმინისტრატორმა იმუშავა ახლა იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ხმის დათვლა, რომელიც ტარდება უპრეცედენტო გამჭვირვალობით და სანდოობით, ვინაიდან პირველად საქართველოში აკვირდება 151 სადამკვირვებლო მისია და 17 წევრი. ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა – ყველა უბანზე ხდება ვიდეო-ფიქსაცია და შემდეგ ყველას ერთად შეგვეძლება ონლაინ ნახვა ნებისმიერი უბნის ხმის დათვლის პროცესის.”– წერს გიორგი ჭილაშვილი.

Next Post

„ეს საშიში სიგნალია“ - დემურ გიორხელიძე

შაბ ოქტ 30 , 2021
558 წაკითხვადემურ გიორხელიძის პოსტი ფეისბუქში: ახლა რაც მესმის ტელლევიზიით, არის დემაგოგია, თან უ ს ი რ ც ხ ვ ი ლ ო დემაგოგია! მაშინ, როცა ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური მიუთითებს ა შ კ ა რ ა დ საშიშ რამეზე: საზოგადოება გახლეჩილია ამ ნაწილად! ეს “ნაც/ქოც” ხროვა – ორი ნაწილია, და მესამე – ეს 50%-ზე მეტი ადამიანია, რომელიც არ მოვიდა არჩევნებზე […]

შესაძლოა მოგეწონოთ