„ეს საშიში სიგნალია“ – დემურ გიორხელიძე

952 წაკითხვა

დემურ გიორხელიძის პოსტი ფეისბუქში:

ახლა რაც მესმის ტელლევიზიით, არის
დემაგოგია, თან უ ს ი რ ც ხ ვ ი ლ ო დემაგოგია!
მაშინ, როცა ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური მიუთითებს ა შ კ ა რ ა დ საშიშ რამეზე:
საზოგადოება გახლეჩილია ამ ნაწილად!
ეს “ნაც/ქოც” ხროვა – ორი ნაწილია, და
მესამე – ეს 50%-ზე მეტი ადამიანია, რომელიც არ მოვიდა არჩევნებზე და ორივეს მკაფიოდ უთხრა, რომ არ იმსახურებენ ხმის მიცემას!
ეს საშიში სიგნალია და
პრიმიტივი წარმომადგენლები “ოცნებისა”
თავისი გაუნათლებელი პრიმიტივიზმით დემაგოგობენ,
რომ ნაციონალურმა მოძრაობა, – რომელოც 9 წელია კვება, მოაძლიერა და ფეხზე დააყენა ხელისუფლებაში მყოფმა ძალამ “ოცნებამ” – დავამარცხეთ და მალე სანაგვეზე გავუშვებთო!
დიდი ბოდიში, მაგრამ თავად ხარ პომიდვრები თუ ჩვენ გვთვლით პომიდვრებად?!
მაქსიმალური სხვაობა პროცენტებში, უმნიშვნელოა, თქვენსა და ნაცების კანდიდატებს შორის, რაც
დაპირისპირების გამძაფრებაზე მითითებს!
რა სანაგვეზე უშვებთ?!
ერეკებით?!
ამდენ ხალხს რას უშვებით?!
თუ არ იცით, რომ 2024 წლისთვის ეს გახლეჩილი საზოგადოება კიდევ უფრო გახლეჩილი და დაპირისპირებული იქნება!
რა მოიგეთ?!
რას გააკეთებთ?!
რა გააკეთეთ, გარდა იმისა, რომ დაკარგეთ ხალხის დამოკიდებულება და დაპირისპირება გაამძაფრეთ!
ეს რას ნიშნავს, გესმით?
ახლა სიმშვიდე გნებავთ, რომ აწყობილი ფულის საკეტებელი “სტანოკი”, რადაც სახელმწიფო აქციეთ, გაგრძელდეს და კვლავ კორუფციაში გადაეშვათ 3 წელი, თან ყოველდღე იძახოთ, არიქა, ნაცები დამნაშავეებია და ჩვენ თუ არ ვიქენით, დაიღუპება ქვეყანაო!
ქვეყანა ისედაც დაღუპის პირას სწორედ ნაცებისა და ოცნების გამოისობით! ქვეყნის ფეხზე დაყენება შესანიშნავად შეიძლებოდა და მივიღეთ ის, რაც გვაქვს!
მარადიული გგონიათ თავი ხელისუფლებაში.
თუ რაც დიდხანს იქნებით, მეტ ფულს გააკეთებთ?!
მეტი ჭკუა არ გაქვთ?!
ეს შეგრჩებათ?!
ვის შერჩენია რეალურად?! თქვენ შეარჩინეთ, თუ ვინმეს შერჩა!

Next Post

„ამას თამამად ვიტყვი და ჩემ სიტყვებზე პასუხს ვაგებ“ - მაია ნიკოლეიშვილი

შაბ ოქტ 30 , 2021
952 წაკითხვა„19 წელია, ჩვენ ამ არასრულფასოვანი ფსიქიკის მქონე ადამიანის დღის წესრიგით ვცხოვრობთ,  ამას თამამად ვიტყვი და ჩემ სიტყვებზე პასუხს ვაგებ, მე არ ვამბობ არც დიაგნოზს, არც არაფერს, ფსიქოლოგიური კუთხით ვამბობ, ის ნამდვილად დახუნძლულია ისეთი კომპლექსებით, რომლის მქონე ადამიანის სახელმწიფოს სათავეში ყოფნა არის საშიში“– განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა “ალტ-ინფო”-ს ეთერში სტუმრობისას, როდესაც მიხეილ სააკაშვილზე საუბრობდა. “ძალაუფლებამ ის იმდენად დაავადა და ისეთი თვისებები […]