715 წაკითხვა
„19 წელია, ჩვენ ამ არასრულფასოვანი ფსიქიკის მქონე ადამიანის დღის წესრიგით ვცხოვრობთ, ამას თამამად ვიტყვი და ჩემ სიტყვებზე პასუხს ვაგებ, მე არ ვამბობ არც დიაგნოზს, არც არაფერს, ფსიქოლოგიური კუთხით ვამბობ, ის ნამდვილად დახუნძლულია ისეთი კომპლექსებით, რომლის მქონე ადამიანის სახელმწიფოს სათავეში ყოფნა არის საშიში“– განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა “ალტ-ინფო”-ს ეთერში სტუმრობისას, როდესაც მიხეილ სააკაშვილზე საუბრობდა.
“ძალაუფლებამ ის იმდენად დაავადა და ისეთი თვისებები გამოავლინა, რისიც მე მეშინოდა, ამიტომ არ მივეცი ხმა 2003-ში.
ის კონსტრუქციული ოპოზიციონერი ვეღარ გახდება და 19 წელია, ამ სიგიჟის რეჟიმში ვართ”– განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.