გეყოთ ვაჟკაცობა და თქვენ თვითონ აღიარეთ მარცხი – დავით ჩიხელიძე

343 წაკითხვა

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე, არჩევნების მეორე ტურის დასრულებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ნიკა მელიას მიმართავს:

“ცესკო”-მ არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, მმართველი პარტიის გამარჯვება კითხვის ნიშნებს არ ტოვებს, “ქართულმა ოცნებამ” კონკურენტულ და თავისუფალ არჩევნებში გაიმარჯვა.

ოპოზიციაზე კი რისი თქმა შეიძლება, აღნიშნულ არჩევნებს თვითონ რეფერენდუმი უწოდეს, მაგრამ პირველ ტურში წაგების შემდეგ ეს სიტყვა დაივიწყეს, რა თქმა უნდა, ეს არ იყო რეფერენდუმი, მაგრამ ოპოზიცია საკუთარი სიტყვების ტყვე გახდა და რეფერენდუმი მიიღეს.

ამომრჩეველმა ოპოზიციას, მათ მიერ რეფერენდუმად წოდებულ არჩევნებში წითელი ბარათი უჩვენა და პოლიტიკური მოედნიდან გააძევა. დღეს ნიკანორ მელიამ მმართველ გუნდს მიმართა, რომ აღიარონ მარცხი, რადგან ეს ტრაგედია არ არის.

ბატონო ნიკანორ, გეყოთ ვაჟკაცობა და თქვენ თვითონ აღიარეთ მარცხი, როგორც ბრძანებთ, ეს სულაც არ არის ტრაგედია, იმედს ვიტოვებ გეყოფათ გამბედაობა და ერთხელ მაინც მოიქცევით პოლიტიკოსივით….. ოპოზიციის მხრიდან გვესმის საუბარი, რომ ისინი ბრძოლას გააგრძელებენ, მშვიდობიანი რევოლუციით იმუქრებიან, საქართველოში რევოლუცია არ მოხდება, ეს გამორიცხულია!

ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე ღიად საუბრობს, მაგრამ მათ არ აქვთ ფაქტები, მოგეხსენებათ არჩევნებს უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებელი ესწრებოდა, მაგრამ ოლქებში საჩივრების მინიმალური რაოდენობა შევიდა, რაც არჩევნების მაღალ ლეგიტიმაციას და მის ხარვეზების გარეშე ჩატარებას ნიშნავს. ოპოზიციის აპელირება გაყალბების შესახებ უადგილოა და რეალობას არ ასახავს. მოვუწოდებ თითოეულ მხარეს პატივი სცენ ამომრჩევლის ნებას და არჩევნების შედეგები აღიარონ!”- წერს სოციალურ ქსელში “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე.

Next Post

„ნინო დოლიძე საკუთარ განცხადებებშივე აირია და დაიკარგა“ - თამთა მეგრელიშვილი

კვი ოქტ 31 , 2021
343 წაკითხვაიურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე საკუთარ განცხადებებშივე აირია და დაიკარგა. ის მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში ირწმუნებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში პროცედურულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონიაო, დღეს კი სავარაუდო დამკვეთის მოთხოვნით პოზიცია შეიცვალა და ირწმუნება ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის, მობილიზებისა და აღრიცხვის ფაქტები დაფიქსირდა და გამოვლენილი ტენდენციების ერთობლიობამ […]