857 წაკითხვა
„ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიში მუნიციპალიტეტის ორგანოთა II ტურის ფარგლებში თბილისის მერის არჩევნების კენჭისყრის დღის შესახებ.
ჩვენდამი რწმუნებული ორგანიზაციების დამკვირვებლებმა,არჩევნების დღეს,თბილისის მასშტაბით, განახორციელეს ასამდე საუბნო საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის მონიტორინგი.
კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობდა თავისუფალ და მშვიდ გარემოში, რა დროსაც პროცესი ხორციელდებოდა მაქსიმალურად გამჭირვალედ და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად.
კენჭისყრის პროცესის დროს,ზოგიერთ საარჩევნო უბანზე, ადგილი ჰქონდა მცირე პროცედურულ დარღვევას და/ან ტექნიკურ ხარვეზს,რაც გავლენას ვერ მოახდენდა არჩევნების შედეგებზე.
საუბნო საარჩევნო კომისიებში,რომელშიც განხორციელდა დაკვირვება,მათ მიმდებარე ტერიტორიაზე არ შეინიშნებოდა პირები, რომლებიც ახორციელებდნენ ამომრჩევლის ნების კონტროლს.
საარჩევნო ადმინისტრაციამ, არსებული კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მაქსიმალურად უზრუნველყო კოვიდუსაფრთხოების ზომების დაცვა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ეფექტურად განახორციელა არჩევნების ადმინისტრირება “ – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ავრცელებენ:
დემოკრატიისა და უფლებების დაცვის ცენტრის
დირექტორი
დავით ლილუაშვილი
მასმედიისა და უფლებების დაცვის ცენტრის
დირექტორი
მაია ხარაძე.