„როდესაც ირჩევ ცუდსა და უარესს შორის და ამას ამართლებ..“ – დემურ გიორხელიძე

845 წაკითხვა

დემურ გიორხელიძის პოსტი ფეისბუქში:

როდესაც ირჩევ ცუდსა და უარესს შორის და ამას ამართლებ დროებითი გადაწყვეტილებით, რომ შემდეგ “კარგი გამოჩნდება” –
არ ხარ საკუთარი სახელმწიფოს მქონე პიროვნების აზროვნებამდე ასული!
რატომ?!
როცა ცუდს ირჩევ უარესის ფონზე, –
შენ ცუდს აძლევ ყველაზე დიდ რამეს პოლიტიკაში –
შენ მას აძლევ ლეგიტიმაციას და
ცუდი ხდება შენი ქვეყნის
(რომელიც ვერ გაგიაგია, რომ სახელმწიფოდ იქცა და ანადგურებ!) ხელისუფლება –
ანუ ცუდი ხელისუფლება ლეგიტიმური ხდება, –
ანუ იქმნება სისტემა!
სისტემის ფუნდამენტური თვისება კი საკუთარი თავის შენარჩუნებაა! იგი ყველაფერზე მიდის და წავა, რომ გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა, რადგან ხალხმა შეასრულე თავისი ფუნქცია ამ ცუდი სისტემისათვის, – უთხრა, რომ ლეგიტიმური ხარო!
ამით მთავრდება ამ ცუდი სისტემისათვის ხალხის ფუქნცია!
მომავალ ლეგიტიმაციამდე ხალხი არავინაა და მას ისევ დაიკიდებენ იმ ერთ ადგილზე, სადაც 30 წელია ხელისუფლებები მას იკიდებენ!
კარგი გამოჩნდება?!
სად?!
ცუდ სისტემაში?!
ახლა კითხვა მაქვს:
“კარგი 3,735 მლნ ადამიანში არ არის?!
და გაიძახი, აბა სხვა ვინააო?! რატომ გაიძახი?
გონებადმთხვეული ხარ?!
კრეტინი ხარ?!
საკუთარი თავის მტერი ხარ?!
ბნელი ხარ?!
სისტემა რომ კარგს, რომელიც მისი ბუნებრივი დამამხობელია საქმითა და პოზიციით, ყველანაირად ხელს შეუშლის და შეზღუდავს, არ იცი?!
ცუდი სისტემა რომ უკეთესი გახდეს, ორი გზაა:
(1) იგი უნდა დალპეს ბოლომდე და შეიცვალოს,
მაგრამ გაქვს თუა არა თვითშენარჩუნების რესურსი,
სანამ სისტემა თავად დალპება ზეზეულად, –
ეს არის მთავარი საკითხი და
ამის ცდა – უდიდესი რისკია!
ანდა,
(2) ცუდ სისტემა შესაძლებელია შეიცვალოს უკეთესით, მაგრამ ეს თავისთავად არ მოხდება და საზოგადოებას უდიდესი ძალისხმევა მოუწევს, თუ უნდა არსებობა გრძელვადიან პერსპექტივაში!
ანბანურ რამეებს ვწერ, – ა ნ ბ ა ნ უ რ ს!
საუბედუროდ,
ასეთი ელემნტარული რამეებიც კი არ არის გააზრებული!
მაგრამ მუშაობაა საჭირო!
სანამ კატასტროფა არ მომხდარა!
ჯერ არის რესურსი და არის ცოტა დრო, მაგრამ არა უმოქმედობისთვის!
მ თ ა ვ ა რ ი: საზოგადოების რაღაც აუცილებელ მინიმალურ ნაწილს უნდა სურდეს ცვლილებები!
კმაყოფილ ხალხს (დავამარცხეთ ვიღაცაო) პასუხისმგებლობა არა აქვს და სახელმწიფოს მომავალი მათ იმედზე ვერ იქნება!
გ ა ფ რ თ ხ ი ლ ე ბ ა:
უტვინო და ამპარტავნულმა უსუსრმა პოლიტიკამ საქართველოს ბოლო 100 წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიის 55% დააკარგვინა!
უტვინო, უპასუხისმგებლო, შლეგმა და ატრუებული არაპროფესიონალი ხალხის, ანდა, უარეს შემთხვევაში მზაკვრული მიზნებით შეპყრობილი ხალხის პოლიტიკამ რომ დააკარგვინა!
გასაგებია?!
თუ არაა გასაგები, –
საკუთარ თავს გაეცით პასუხი, ოღონდ, საკუთარ თავთან ნუ იჩათლახებთ და ნუ მოატყუებთ, ნუ დააბოლებთ,
გეყოთ გამბედაობა, – უ პ ა ს უ ხ ე თ ერთ კითხვას:
” რატომ დაკარგა საქართველომ ბოლო 100 წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიის 55%?”
გაქვთ გამვედაობა, ელემენტარული ღირსება და
ელემენტარული პასუხისმგებლობა, საღად შეხედოთ საქართველოს ტრაგედიას?

Next Post

„ეგღა გვაკლია ახლა, ეგ შემოგვაკვდეს ხელში“ - ქეთი დოლიძე

ორშ ნოე 1 , 2021
845 წაკითხვამე ძალიან კარგად ვიცნობ მიშას, ისე უყვარს გემრიელი ჭამა. ერთხელ მაინც რომ ნახოთ, როგორ ჭამს სააკაშვილი, არასდროს არ დაიჯერებთ მის შიმშილობას”– განაცხადა თეატრისა და კინოს რეჟისორმა ქეთი დოლიძემ ტელეკომპანია “ჯორჯიან-თაიმსი”-ს გადაცემა “დროულ კითხვებში” ჩართვისას. ჯერ ერთი, “ქართული ოცნება” კი არა, საზოგადოებამ  არ უნდა დაუშვას, რომ მაგას რამე მოუვიდეს, ეგღა გვაკლია ახლა, ეგ შემოგვაკვდეს ხელში და პირადად სააკაშვილი, ყველაფერს გააკეთებს, რომ არ […]

შესაძლოა მოგეწონოთ