835 წაკითხვა
ნიკოლოზ მჭედლიშვილის პოსტი ფეისბუქში:
ოპოზიცია, რომელიც ჩამოსხმული იდოიტებისგან შედგება, ფიქრობს ისევ აქციებზე, აქცია-პერფორმანსებზე და სხვა სისულელეებზე, რამაც არ იმუშავა ბოლოს ორი წლის განმავლობაში.
ამ დროს მოგებული აქვთ წალენჯიხაში არჩევნები, სადაც მართლა შეიძლება კარგი რაღაცეების კეთება, ტურიზმის განვითარება ამ ულამაზეს მხარეში, სადაც ნამყოფი ვარ და ვიცი ამ მხარის მიმზიდველობა.
ასევე, ყველა მხრიდან სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოზიდვა წალენჯიხაში უნდა იყოს ოპოზიციური პარტიების პრიორიტიტი. მოკლეთ, ეს რაიონი უნდა იქცეს საჩვენებელ მოდელად, აყვავებულ კუნძულად, რომ ხალხს უთხრას ოპოზიციამ, რომ “სადაც ჩვენ ვართ, იქ ყვავის ყველაფერი”
ეს თუ გამოუვიდა ოპოზიციას, ყველა შემდეგ არჩევნებს “ქართული ოცნება” წააგებს პირწმინდად უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით.
თუმცა, ეს ზღაპარია. ის ეკონომიკური რეფორმებიც კი, რომელიც წარსულში განხორციელდა, არის მხოლოდ და მხოლოდ კახა ბენდუქუძის დამსახურება, რომელიც ცოცხალი აღარ არის. ხოდა, ამათ ტვინი არ აქვთ და არც ხედვა, რა უნდა გაკეთდეს თუნდაც ერთ მხარეში.