„მიშა დაიმახსოვრე, საქართველოში რევოლუცია არ მოხდება“ – დავით ჩიხელიძე

714 წაკითხვა

მიშა მყარად დაიმახსოვრე, საქართველოში რევოლუცია არ მოხდება, ქართული მაიდანი გამორიცხულია, შენს რევანშისტულ ფიქრებს ასრულება არ უწერია!

სააკაშვილი კვლავ იმუქრება, მის დღევანდელ განცხადებაში, რამდენიმე საკვანძო ფრაზა და გზავნილია, მათ შორის სიტყვები: ვაზღვევინოთ, წავართვათ ხელისუფლება, ვაგებინოთ პასუხი, ძალადობა, პროტესტი და ა.შ.

სააკაშვილის მიერ ნათქვამი “ვაგებინოთ პასუხი და ვაზღვევინოთ” სხვა სიტყვებით ასე გამოიხატება, ფიზიკურად გავანადგუროთ! დიახ მისთვის ხელისუფლების წართმევა სისხლზე, არეულობასა და რევოლუციაზე გადის.

არჩევნებამდე მიშა შემწყნარებელი იყო, ეროვნულ შერიგებაზე საუბრობდა, არჩევნების შემდეგ კი დამარცხებით გაბრაზებულს ბრაზი ახრჩობს და მოძალადის სახეს ვეღარ ფარავს, ცალკე მელიას ემუქრება ცალკე ქართველ ამომრჩეველს.

ალბათ ყველას გახსოვთ უკრაინული „მაიდანი“ რომლის დროსაც 90 ადამიანამდე დაიღუპა, მიშას ბიბლიოთეკაში დაგეგმილი სცენარი სწორედ ქართულ „მაიდანს“ გულისხმობდა, რომლის დროსაც აუცილებელი იყო მსხვერპლი. საბედნიეროდ შესაბამისმა უწყებებმა დროულად მოახდინეს პრევენცია, მიშა მყარად დაიმახსოვრე, საქართველოში რევოლუცია არ მოხდება, ქართული მაიდანი გამორიცხულია, შენს რევანშისტულ ფიქრებს ასრულება არ უწერია”– წერს “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე.

Next Post

მიხეილ სააკაშვილის მორიგი გზავნილი ანუ პირდაპირი მოწოდება რევოლუციისაკენ! - თამთა მეგრელიშვილი

ორშ ნოე 1 , 2021
714 წაკითხვაიურისტი თამთა მეგრელიშვილი ფეისბუქში წერს: მიხეილ სააკაშვილის მორიგი გზავნილი ანუ პირდაპირი მოწოდება რევოლუციისაკენ! სააკაშვილი თვლის, რომ სომხეთისა და უკრაინის რევოლუციები ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში 2003 წლის რევოლუციის გამოძახილია. “ბოლოს და ბოლოს, ასეთი რევოლუციების იდეა შვა საქართველომ ჩვენი თაობის დროს და ნუთუ ჩვენ ვერ შევძლებთ იმას რაშიც ადრე სხვები გვბაძავდნენ და გამოუვიდათ კიდეც” და ახალ დაკვეთას აძლევს გუნდს – მოახდინონ რევოლუცია. […]

შესაძლოა მოგეწონოთ