„სააკაშვილი ყოფილა ძაალიან გაბრაზებული და შეურაცხყოფილი“ – გია გაბრიჭიძე

340 წაკითხვა

ჟურნალისტი, გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:

სააკაშვილი ყოფილა ძაალიან გაბრაზებული და შეურაცხყოფილი.
„მე ვარ ძალიან გაბრაზებული და შეურაცხყოფილი და ყველა თავმოყვარე ქართველი უნდა ვიყოთ გაბრაზებულები და შეურაცხყოფილები. არჩევნები ცხვირწინ აგვწაპნეს ყველა დიდ ქალაქში, ეს არჩევნები ჩვენ მოვიგეთ და ბანდიტების ჯგუფმა, რომელმაც მიითვისა საქართველოს ხელისუფლება ხელიდან გამოგვგლიჯა ეს გამარჯვება. გაგვძარცვა და წაგვართვა ჩვენი უმთავრესი უფლება, ვიყოთ ჩვენ ქვეყნის ბატონ-პატრონიმე ვარ ძალიან გაბრაზებული და შეურაცხყოფილი და ყველა თავმოყვარე ქართველი უნდა ვიყოთ გაბრაზებულები და შეურაცხყოფილები. არჩევნები ცხვირწინ აგვწაპნეს ყველა დიდ ქალაქში, ეს არჩევნები ჩვენ მოვიგეთ და ბანდიტების ჯგუფმა, რომელმაც მიითვისა საქართველოს ხელისუფლება ხელიდან გამოგვგლიჯა ეს გამარჯვება. გაგვძარცვა და წაგვართვა ჩვენი უმთავრესი უფლება, ვიყოთ ჩვენ ქვეყნის ბატონ-პატრონი.”
პირველ რიგში ვიტყვი, რომ საქართველოს ბატონ-პატრონი ნაციონალური მოძრაობა და მითუმეტეს მიHა ვეღარასდროს ვერ გახდება და რაც შეეხება მის მოწოდებას, თუ რა უნდა ქნან – მხოლოდ ერთი, ვაზღვევინოთ ის ფასი, რომელსაც ახდევინებენ თავმოყვარე ერები გამყალბებელ ხელისუფალთ – წავართვათ ხელისუფლება და ვაგებინოთ პასუხი კანონის წინაშე.
ანუ აშკარად მოუწოდებს რევოლუციისკენ. თან ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავს უკრაინა, სადაც ყველამ კარგად ვნახეთ რა მოჰყვა მაიდანს.
ბოლოში კი წერს – მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს სრული ლეგიტიმაცია ქუჩის პროტესტის და ძალადობისადმი წინააღმდეგობის.
ძალიან მოკლედ ვიტყვი – სახელმწიფოს და ბუნებრივია ხალხს აქვს სრული ლეგიტიმაცია აღკვეთოს ძალადობის და სისხლისღვრის ნებისმიერი მცდელობა

Next Post

„დიახ, ეს საქართველოა! - წარმატება და მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“ - თამთა მეგრელიშვილი

ორშ ნოე 1 , 2021
340 წაკითხვაიურისტი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს: ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ძალიან მაღალი სტანდარტით იმუშავა; კოვიდ რეგულაციები მაღალ დონეზე იყო დაცული; მთელი საარჩევნო პროცესი მიმდინარეობდა უმეტესად მშვიდ გარემოში; ვიდეოფიქსაცია მიმდინარეობდა შეფერხებების გარეშე და ასახულია ყველა კანონით გათვალისწინებული პროცესი; გადასათვლელი უბნების რაოდენობა 140 დან 200 მდე გაიზარდა; ამომრჩეველმა საკუთარი ნება დააფიქსირა ყოველგვარი დაშინების, მოსყიდვისა და იძულების გარეშე; დიახ, ეს საქართველოა! დიახ, ხელისუფლების […]