საქართველოში საარჩევნო პროცესმა დემოკრატიულ მშვიდ გარემოში ჩაიარა – დავით ჩიხელიძე

511 წაკითხვა
„დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ფეისბუქში წერს:
2021 წლის არჩევნების დროს ერთი “ტრენდი” გამოიკვეთა, ცესკოზე თავდასხმა მოდური გახდა, ეს ფაქტი კარგად მეტყველებს ცესკოს სწორ და გამართულ მუშაობაზე, რომელმაც გამჭირვალობის ახალი სტანდარტი შემოგვთავაზა.
2021 წლის არჩევნები გამორჩეულია, რადგან უამრავ სიახლესთან ერთად ცესკომ ამომრჩეველს მხარეთა კიდევ უფრო გაზრდილი ჩართულობა, გამჭირვალობა და ადმინისტრირების მაღალი სტანდარტი შესთავაზა, მეორე ტურის დასრულების შემდეგ ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის პირადი ინიციტივით სავალდებულო გადათვლა არა მხოლოდ 5 უბანზე მოხდება, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს, არამედ გადათვლა თითოეული ოლქის 7 უბანზე განხორციელდება, რაც გადათვლილი უბნების რაოდენობას 200 ზრდის. ეს არის მკაფიო სიგნალი, რომ ცესკომ არჩევნები ხარვეზების გარეშე ჩაატარა, რაც მთავარია მოხდება გადათვლის პროცესი ვიდეო ფიქსაცია, ასევე სურვილის შემთხვევაში გადათვლის პროცესზე დასწრების სურვილი ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს, ადგილობრივ თუ საერთაშორისო დამკვირვებელს შეუძლია.
ცესკოს მხრიდან ამაზე მაღალი გამჭირვალობის ხარისხის არსებობა ფიზიკურად შეუძლებელია, უბნების გაზრდილი რაოდენობის გადათვლა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ცესკოს გახსნილობას და ღიაობას და ფაქტს, რომ საქართველოში საარჩევნო პროცესმა დემოკრატიულ მშვიდ გარემოში ჩაიარა.

Next Post

„დღეს, ამერიკის საელჩომ გააკეთა განცხადება, რომელმაც ძალიან გამახარა“ - გიორგი ჭილაშვილი

ორშ ნოე 1 , 2021
511 წაკითხვაგიორგი ჭილაშვილის პოსტი ფეისბუქში: დღეს, ამერიკის საელჩომ გააკეთა განცხადება, რომელმაც ძალიან გამახარა, რადგან ადმინისტრირების ნაწილში, რასაც აქამდე ვწერდი ზუსტად ის აზრი გამოთქვა საელჩომ და გაიზიარა ასევე ოდირის შეფასებაც. ციტატა „ჩვენ პატივისცემას გამოვხატავთ ამომრჩევლებისა და საქმისადმი ერთგული სააღცევნო მუშაკების, სქართველოს პროფესიონალი ადგილობრივი საარჩევნო სადამკვირვებლო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების მიმართ“ . არჩევნების ძირითადი შემადგენელი და მთავარი ნაწილი გახლავთ […]