„უბნების გადათვლა ერთგვარი ცივი შხაპია ოპოზიციისთვის“ – დავით ჩიხელიძე

631 წაკითხვა

2021 წლის არჩევნები საქართველოს ისტორიაში პოზიტიური კუთხით შევა”- ასე აფასებს “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე 2021 წლის 2 და 30 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.

“პირველად, საარჩევნო უბნების ფართო მასშტაბიანი გადათვლა განხორციელდა, სულ 1013 უბანი გადაითვალა, (812 პირველ ტურში, 201 მეორე ტურში, რამდენიმე ათეული უბანი გადასათვლელია) მთავარი რაც გადათვლამ გვაჩვენა ცესკოს მიუკერძოებლობა და პროფესიონალიზმია, საერთო ჯამში ათას უბანზე მეტის გადათვლა განხორციელდა შედეგი კი უცვლელი დარჩა, როდესაც ათას უბანს გადაითვლი და შედეგის ცვლილება არ მოხდება, გარკვეულ კანონზომიერებასთან გვაქვს საქმე, რომელსაც ობიექტურობა და სამართლიანობა ეწოდება!

კონკრეტულად მეორე ტურს რაც შეეხება, მერის ნაწილში გადაითვალა 194 უბანი, 172 ში შედეგი უცვლელი დარჩა, მაჟორიტარულ ნაწილში გადაითვალა 33 საარჩევნო უბანი, 27 უბანში შედეგი უცვლელი დარჩა. უბნების გადათვლა ერთგვარი ცივი შხაპია ოპოზიციისთვის, რომელსაც ის ხავსიც წაერთვა, რომელსაც ასე გულმოდგინედ ეჭიდებოდა”– წერს დავით ჩიხელიძე.

Next Post

უახლოესი საარჩევნო ისტორიის მანძილზე ასეთი რაოდენობის საარჩევნო ოქმების გადათვლა პირველია - თამთა მეგრელიშვილი

სამ ნოე 2 , 2021
631 წაკითხვაიურისტი თამთა მეგრელიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობის ეფექტურობაზე წერს: 2 ოქტომბრის შემდეგ გადათვლილია 360 უბანი საერთო ჯამში პირველი ტურის არჩევნების შემდეგ ქვეყნის მასშტაბით გადათვლილია 812 უბანი უახლოესი საარჩევნო ისტორიის მანძილზე ასეთი რაოდენობის საარჩევნო ოქმების გადათვლა პირველია მეორე ტურის შემდეგ გადაითვალა 201 საარჩევნო უბანი საოლქო საარჩევნო კომისიებში ხელახლა გადათვლის პროცესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მთავარი მიზანია საარჩევნო პროცესი […]

შესაძლოა მოგეწონოთ