„დამკვირვებლებს, რაღაც უაზრო საჩივრების წერის მეტი არაფერი გაუკეთებიათ“ – გია გაბრიჭიძე

715 წაკითხვა

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:

დავიწყებ იმით, რომ უცხოელმა დამკვირვებლებმა ძალიან მაღალ დონეზე შეაფასეს ცესკოს მუშაობა. რაც შეეხება ამ ჩვენს ე.წ. დამკვირვებლებს, რაღაც უაზრო საჩივრების წერის მეტი არაფერი გაუკეთებიათ.
ახლა ვნახე თავად ცესკოს ინფორმაცია. მოგიყვანთ რამდენიმე ამონარიდს:
„საარჩევნო რეფორმის ერთ-ერთი ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ კენჭისყრის დასრულებიდან 6 დღის ვადაში სავალდებულო წესით, უნდა გადაითვალოს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი 5-5 საარჩევნო უბანი ყოველ საარჩევნო ოლქში. ორი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, უმოკლეს ვადებში გადათვალეს 360 უბანი (ჯამში 812). მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიუხედავად ოქმების შედეგების გადათვლის დიდი რაოდენობისა, გადათვლებს საერთო ჯამში შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. მეორე ტურის შემდეგაც, ასევე უმოკლეს ვადებში 201 საარჩევნო უბნის შედეგები გადაითვალა. ზოგიერთ საარჩევნო უბანზე მცირედით შეიცვალა მონაცემები, თუმცა არჩევნების შედეგზე აღნიშნულს გავლენა არ მოუხდენია. 201 საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების მიხედვით. მერის არჩევნების ნაწილში სულ გადაითვალეს 194 უბნის შედეგი, საიდანაც 172 შემთხვევაში შედეგი უცვლელი დარჩა. საერთო ჯამში მერობის კანდიდატებს დააკლდათ 31 ხმა და მოემატათ 53 ხმა. რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებს, ამ ნაწილში სულ გადაითვალეს 33 საარჩევნო უბნის შედეგი, საიდანაც 27 შემთხვევაში შედეგი უცვლელი დარჩა. საერთო ჯამში მაჟორიტარ კანდიდატებს დააკლდათ 7 ხმა და მოემატათ – 5 ხმა“.
მოკლედ რომ ვთქვა
1. ცესკომ კარგად იმუშავა.
2. შედეგები გადათვლის შემდეგ არ შეცვლილა.
ეგაა და ეგ

Next Post

„"ქართულმა ოცნებამ" კატა შემოიტყუა, ტომარაში ჩასვა და რუსთავის ციხეში ჩამოკიდა“ - ბონდო მძინარაშვილი

სამ ნოე 2 , 2021
715 წაკითხვა ბონდო მძინარაშვილის პოსტი  პოსტი ფეისბუქში: “ქართულმა ოცნებამ” კატა შემოიტყუა, ტომარაში ჩასვა და რუსთავის ციხეში ჩამოკიდა. ახლა მაგას აჩხავლებენ და აფართხალებენ 3 წელი და ამასობაში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიც გაიმართება. საშველი არის მაშველი!

შესაძლოა მოგეწონოთ