„მივმართავ ოპოზიციურ სპექტრს!“ – თამთა მეგრელიშვილი

809 წაკითხვა

იურისტი თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციციის წარმომადგენლებს მიმართავს:

„მივმართავ ოპოზიციურ სპექტრს! თქვენ ამტკიცებთ, რომ საქართველო გაქრა საერთაშორისო პოლიტიკური ორბიტიდან მაშინ როცა მსოფლიოს 120-ზე მეტი ლიდერის შეკრებაზე საქართველო ღირსეულად წარმოადგინა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მივმართავ ოპოზიციურ სპექტრს, თქვენ ამტკიცებთ, (თუმცა ფაქტები არ გაქვთ)რომ არჩევნები გაყალბდა მაშინ როცა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები,ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური წარმომადგენლები პირდაპირ ამბობენ, რომ “ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური, ზოგადად, კარგად ადმინისტრირებული იყო, არჩევნები მთლიანობაში იყო მშვიდი და კარგად ორგანიზებული”.

მივმართავ ოპოზიციურ სპექტრს, თქვენ ამტკიცებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი პუტინის მძევალია მაშინ როცა ის ზის ქართულ ციხეში, წარდგა ქართული მართლმსაჯულების წინაშე და პასუხს აგებს მის მიერ ჩადენილ უკანონობებზე.

შიმშილობა მისი არჩევანია და თუ ის ამაში ხედავს მისი მდგომარეობიდან გამოსავალს ესეც მისი უფლება და არჩევანია.

მივმართავ ოპოზიციურ სპექტრს

თქვენ დღეს ხართ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მარიონეტები.
დიახ, მიხეილ სააკაშვილი გკარნახობთ თქვენი პოლიტიკური ცხოვრების დღისწესრიგს – ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი ხომ მხოლოდ მის გამო დათმეთ.

მივმართავ ოპოზიციურ სპექტრს

მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოგზავნილ წერილებს რომ ეამბორებით, ქვეყანაში ნებისმიერი დესტრუქციული ქმედება დაისჯება კანონის სახელით, მოწოდება შემდეგი შინაარსით- დამიხსენით, გამიყვანეთ! მოწოდებადვე დარჩება, რადგან აქ სახელმწიფოა და სახელმწიფოს არ ძინავს!”– წერს თამთა მეგრელიშვილი.

Next Post

„გამოდის ყველას ლანძღავს, ყველას ესე უაპელაციოდ და გაუაზრებლად აყენებს შეურაცხყოფას!“

სამ ნოე 2 , 2021
809 წაკითხვაგიორგი ჭილაშვილის პოსტი ფეისბუქში: ყველა საერთაშორისო დამკვირვებლებმა და სხვათაშორის ძალიან ავტორიტეტულებმა, ასევე ადგილობრივმა ორგანიზაციებმაც, ყველაზე მეტად უხარვეზოდ და პოზიტიურად შეაფასეს საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობა ყველა დონეზე, როგორც ცენტრალურ, ისე საოლქო და საუბნო დონეზე! მარტიავია და ყველა თანხმდება, რომ ადმინისტრირების ნაწილი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული. ამ ადამიანებში მოიაზრება, როგორც პროფესიული ნიშნით დანიშნული, ასვეე პარტიების მხრიდან დანიშნული ადამიანები, ამ დროს ჩვენი ერთი […]

შესაძლოა მოგეწონოთ