„დაიბნენ, აღარ იციან, ისევ დაუჯერონ სააკაშვილს და ქვეყნის დასაცინები გახდნენ, თუ ურჩობა დაიწყონ“ – დავით ჩიხელიძე

399 წაკითხვა
რთული მდგომარეობაა ოპოზიციურ ფლანგზე, ოპოზიციად წოდებული მარიონეტები დაიბნენ, აღარ იციან, ისევ დაუჯერონ სააკაშვილს და ქვეყნის დასაცინები გახდნენ, თუ ურჩობა დაიწყონ და თავი გადაირჩინონ.
მიშამ ჯერ თითი დაუქნია, პარლამენტიდან გამოდითო, შემდეგ უთხრა, ახლა დაბრუნდითო, ოპოზიციონერთა დიდმა ნაწილმა ცხვრის ფუნქცია იტვირთა, მიშას მოწოდება შეასრულა და პარლამენტი დატოვა, ახლა კი აღარ იციან როგორ მოიქცნენ, უკან დაბრუნება ვაი იქნება, არდაბრუნება ვუი.
ფაქტია, მიშამ საკუთარი განცხადებით ოპოზიციას „გაუჩალიჩა“ და სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდო. ზოგადად, სააკაშვილი რომ არათანმიმდევრულია და მის სიტყვას ფასი არ აქვს, ეს მოცემულობაა.
ჯერ რევოლუციით იმუქრებოდა, შემდეგ უკან დაიხია და საყოველთაო შერიგებას ღაღადებდა, ახლა კი, კვლავ რევოლუციურ სცენარს ამუშავებს, თანაც, დახმარებას მისგან გამწარებულ და მისი პოლიტიკის გამო, უცხოეთში წასულ ადამიანენს სთხოვს.
მისი მესმის, რომ ხელისუფლებაში დაბრუნება სურს, მაგრამ გზას ხომ გააჩნია? “არაჟანამ” უნდა იცოდეს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის გზა არჩევნებზე გადის და არა რევოლუციაზე. არჩევნების შედეგს კი მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი განსაზღვრავს, რომელიც ხელისუფლებაში, „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას არ დაუშვებს“ – წერს დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

Next Post

„სააკაშვილი ძალიან აირია თავის „მოთხოვნებში“ - გია გაბრიჭიძე

ოთხ ნოე 3 , 2021
399 წაკითხვაჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს: სააკაშვილი ძალიან აირია თავის „მოთხოვნებში“. ერთ წუთში რომ რევოლუციას ითხოვს, მეორე წუთში რაღაც შერიგებას გვთავაზობს. არადა არავინ უსმენს. ზის მარტო თავისთვის და აფრქვევს იდეებს. არც ნინო ჯანგირაშვილია დელაკრუას გოგონა ბარიკადებზე და არც რუსთავის მეთორმეტეა ბასტილია. არჩევნები ჩატარდა კარგად და 2024-მდე არ იქნება. პრეზიდენტმა აგერ ახლა საბოლოო წერტილი დასვა – შეწყალება არ იქნება. ეგაა […]

შესაძლოა მოგეწონოთ