„დროის გასვლასთან ერთად, ოპოზიციის დაანონსებული რევოლუცია დღითიდღე იცრიცება და ძალას კარგავს“ – დავით ჩიხელიძე

434 წაკითხვა
„არჩევნები დამთავრდა, მეორე ტურის შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა, ჩვენ უკვე მოვისმინეთ, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასებები. ყველა თანხმდება, რომ არჩევნები ადმინისტრირების კუთხით უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული, მცირე პროცედურული დარღვევების გარდა არ დაფიქსირებული არცერთი ექსცესი, რომელიც საერთო შედეგზე გავლენას მოახდენდა. დაიწერა, მინიმალური რაოდენობის საჩივარი, რაც ცალსახად არჩევნების მშვიდ დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარებას უსვამს ხაზს, ყველა თანხმდება, რომ 2021 წლის არჩევნები ლეგიტიმაციის მაღალი დონით გამოირჩეოდა!
აღნიშნულის გათვალისწინებით მაკვირვებს სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის პოზიცია, რომლებმაც რევოლუციური სცენარი აირჩიეს, რეალურად კი მათ თვითგანადგურების ბომბი ჩართეს, დროის გასვლასთან ერთად, ოპოზიციის დაანონსებული რევოლუცია დღითიდღე იცრიცება და ძალას კარგავს. სააკაშვილის ფიქრებს არეულობის შესახებ განხორციელება არ უწერია, მისთვის და ნაციონალური მოძრაობის მარიონეტებისთვის უმჯობესია, მალე დაუბრუნდეს რეალობას და არჩევნებში დამარცხება აღიაროს! – წერს დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

Next Post

„თითოეულ სიტყვაზე ვარ პასუხისმგებელი, ფაქტებით - ყველაფერი წინაა, უნდა დავიბრუნოთ წართმეული ღირსება და თავისუფლება!“ - სოსო გოგაშვილი(ვიდეო)

ხუთ ნოე 4 , 2021
434 წაკითხვასოსო გოგაშვილის პოსტი ფეისბუქში: მიუხედავად აქამდე არნახული გაყალბებული არჩევნებისა, რომელიც ჩაატარა, ცესკომ, მოპარულმა ფულმა, კრიმინალებმა, მოსყიდულებმა, გაყიდულებმა, შეშინებულებმა, იძულებულებმა, „მორწმუნეებმა“, ქვეყნის და მიწის გამყიდველებმა, დამშინებლებმა.( თითოეულ სიტყვაზე ვარ პასუხისმგებელი, ფაქტებით!) ასევე მიუხედავად უკიდურესი პოლარიზაციისა და აგრესიისა, სახალხო პარტიამ მაინც შეძლო წლების შემდეგ მოეკრიბა ძალა და დაედო ეს შედეგი. ჩვენ სულ რამდენიმე ოლქში გვქონდა შტაბი, რადგან ეპიდემიის, მცირე დროის და […]

შესაძლოა მოგეწონოთ