„თითოეულ სიტყვაზე ვარ პასუხისმგებელი, ფაქტებით – ყველაფერი წინაა, უნდა დავიბრუნოთ წართმეული ღირსება და თავისუფლება!“ – სოსო გოგაშვილი(ვიდეო)

სოსო გოგაშვილის პოსტი ფეისბუქში:
მიუხედავად აქამდე არნახული გაყალბებული არჩევნებისა, რომელიც ჩაატარა, ცესკომ, მოპარულმა ფულმა, კრიმინალებმა, მოსყიდულებმა, გაყიდულებმა, შეშინებულებმა, იძულებულებმა, „მორწმუნეებმა“, ქვეყნის და მიწის გამყიდველებმა, დამშინებლებმა.( თითოეულ სიტყვაზე ვარ პასუხისმგებელი, ფაქტებით!) ასევე მიუხედავად უკიდურესი პოლარიზაციისა და აგრესიისა, სახალხო პარტიამ მაინც შეძლო წლების შემდეგ მოეკრიბა ძალა და დაედო ეს შედეგი.
ჩვენ სულ რამდენიმე ოლქში გვქონდა შტაბი, რადგან ეპიდემიის, მცირე დროის და უსასხრობის გამო ვერ შევძელით სრულად მოგვეცვა ქვეყანა.
. ყველაფერი წინაა, უნდა დავიბრუნოთ წართმეული ღირსება და თავისუფლება.
მიტაცებული სახელმწიფო, მიტაცებული ტერიტორიები
და ნაბიჯ-ნაბიჯ, მხარდამხარ თავდაუზოგავი შრომით სწრაფად გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა. მიმზიდველი გავხადოთ მსოფლიოსთვის ყველანაირ დადებით ასპექტში.
. ყველაფერს და ყველას თავისი სახელი უნდა დაერქვას!!!
. დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელიც გვენდო მადლობა მხარდაჭერისთვის🙏🏼პირობას გაძლევთ, რომ ვიგინდარების მიერ მოპარულ თქვენს თითოეულ ხმას უკან დავაბრუნებთ მალე.

  • -

    „მადამ სალომე, ოსტატურად ატყუებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რეალურად, ის ივანიშვილის მოკავშირეა“

    პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს „ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაარწმუნა, რომ ის არის პროდასავლური კურსის ერთგული ლიდერი. მან ასევე…

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის – დავით ბერძენიშვილი

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. „ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის!…