„ვიმეორებ იმ შეკითხვას – თუ ამ ყველაფერს რაც ჩამოვწერე ეთანხმებიან, რა უნდათ?“

419 წაკითხვა

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:

ახლა ტვ პირველზე რამდენიმე წუთი ვუყურე თვალთმაქცობის ზეიმს.
თვალთმაქცობა და მამაძაღლობა როგორ არ მინახავს, მაგრამ ასეთი ნამდვილად არა.
დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილის მომხრეთა უმრავლესობამ ჩემზე უკეთ იცის ვინ არის გვარამია და რა არის ტვ პირველი.
იცის და სადღაც გულში ეცინებათ მის “შფოთვაზე”. ეცინებათ რადგანაც ჩემზე და საერთოდ ყველაზე კარგად იციან, რომ როგორც გვარამიასთვის, ისე მათთვის არც სიყვარული, არც მეგობრობა, არც სიმართლე არ არსებობს.
სულ მიკვირს რეალურად რა უნდათ.
გასაგებია, რომ ნაცების რაღაც რაოდენობას ძალაუფლება უნდა, რაღაც რაოდენობას ფული, მაგრამ იმ ხალხს, ვისაც ამ “პონტში ფეხი არ ჩაუვათ” რა ამოძრავებთ?
ახლა არ მითხრათ დემოკრატია და ქვეყნის დასავლური განვითარებაო.
როგორ?
მეგის ქარდავა, დათა ახალაია, რომან და მეგი გოცირიძეები, გია ბარამიძე და მათი მსგავსი ხალხია დემოკრატია და დასავლური განვითარება?
ვერა ქობალიაა “მდგრადი ეკონომიკა?”
ნუთუ ამ ხალხს რეალურად სჯერათ, რომ მამუკა ხაზარაძე და თემურ ჭყონია წალენჯიხას განვითარებაში ფულს ჩადებენ?
რომ ქართული კულტურა ის “ცნობადი” ტიპები არიან ვინც სააკაშვილის განთავისუფლებას ხელი მოაწერა?
რომ მართლმადიდებელი მამაოები “შავოსანი მაჯლაჯუნები” არიან და პატრიარქს ხელში პუტინის სურათი უჭირავს?
რომ ეკა გიგაური, ანა ნაცვლიშვილი და “სამართლიანი არჩევნები” სამოქალაქო საზოგადოებაა?
რომ “ნანუკა” და მელაძე ჟურნალისტები არიან?
რომ ნინო ლომჯარია სახალხო დამცველია?
რომ მაჭუტაძე, გუბაზა და სამნიძე კანონმდებლები?
რომ,
რომ,
რომ,
არ ვიცი. ნამდვილად არ მგონია იმ ხალხში (რა საშინელი სიტყვებია “იმ ხალხში”) იმათ გარდა ვინც “რა დროშა მოგვცა მიშამა-ს” მღერის, ყველა ეგრე აზროვნებდეს.
არ მჯერა და არ მინდა დავიჯერო.
ჰოდა ვიმეორებ იმ შეკითხვას – თუ ამ ყველაფერს რაც ჩამოვწერე ეთანხმებიან, რა უნდათ?

Next Post

„სახალხო პარტია“ ემზადება კუთვნილი ადგილის დასაბრუნებლად პოლიტიკურ სივრცეში“

ხუთ ნოე 4 , 2021
419 წაკითხვა რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, პოლიტიკურ ველზე „სახალხო პარტია“ კვლავ გამოჩნდა. მცირე წინასაარჩევნო მომზადების მიუხედავად, პარტიის მიერ, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მიღებული შედეგები  ასეთია: მე-3 ადგილი ლენტეხი – 9,14% მე-3 ადგილი დედოფლისწყარო 4,25% მე-4 ადგილი ჩოხატაური 3,03% მე-4 ადგილი ოზურგეთი 2,42% „ქვეყანაში გამეფებული ორპოლუსიანი კლანური მმართველობის, არათანაბარი საარჩევნო გარემოს, პოლიტიკაში დიდი ფულის დომინირების ფონზე, ჩვენ მაინც მოვნახეთ ძალები ჩვენს თავში […]