ყველაფერს აქვს ზღვარი, იმ ადამიანების შენიშვნებს, რომლებიც წლების განმავლობაში ადამიანის უფლებებს ლახავდნენ ვერ მივიღებ

536 წაკითხვა

სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში შიმშილობა ერთგვარ ტრენდად იქცა. ალბათ ყველას გვახსოვს 2008 წელს პარლამენტის შენობაში მოშიმშილე ადამიანები, რომლებიც სწორედ ელენე ხოშტარიას მშობლიური პარტიის პოლიტიკას აპროტესტებდნენ, მაშინ სად იყვნენ უფლებადამცველები და ის პოლიტიკოსები, ვინც, დღეს ადამიანის შიმშილის გამო სახეს იხოკავენ და ადეკვატურობას კარგავენ?

რა თქმა უნდა ის, რომ ადამიანი შიმშილობს, თავისი არსით დასაგმობი მოცემულობაა, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი, იმ ადამიანების შენიშვნებს, რომლებიც წლების განმავლობაში ადამიანის უფლებებს ლახავდნენ ვერ მივიღებ.

დღეს ელენე ხოშტარია პარლამენტში შიმშილობს, მას კომფორტისთვის ყველა პირობა აქვს შექმნილი, მასთან უპრობლემოდ შედიან მნახველები, დღეს ის ასევე მოინახულა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რა გააკეთა 2008 წელს ბურჯანაძემ(პარლამენტის თავმჯდომარემ) მოშიმშილე ადამიანებს, ღამით გათბობა გამოურთო და პლედების შეტანის შესაძლებლობა არ მისცა.

აი მკაფიო განსხვავება დღევანდელ და მიშას მთავრობას შორის. სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში შიმშილობა ერთგვარ ტრნენდად იქცა, შიმშილობს ყველა ვისაც არ ეზარება, ამით კი საფრთხეს არა მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას, არამედ ქვეყანას უქმნიან, რადგან დაუშვებელია სამართალს შიმშილობამ აჯობოს, სამართალი უნდა აღსრულდეს, ეს უდავო ჭეშმარიტებაა.

თითოეული ის ადამიანი, რომელიც მხარს მიშას უჭერს, ავტომატურად დგება ბოროტების მხარეს, ისინი საკუთარი ქცევით ბოროტების სიკეთეზე გამარჯვებას უჭერენ მხარს, რაც არასდროს არ მოხდება”- წერს სოციალურ ქსელში “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე.

Next Post

„წესით, „ენმ“ აკრძალული უნდა იყოს და არა იმ მდგომარეობაში, რომელშიც იმყოფება“- დავით ლილუაშვილი

პარ ნოე 5 , 2021
536 წაკითხვა „არჩევნებთან დაკავშირებით რას აპროტესტებს “ენმ”? იმას, რომ დემოკრატიულად ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნებით, ის შედეგი მიიღო, რომელსაც ადრე სიზმარშიც ვერ ნახავდა?! იმას, რომ ავადსახსენებელი კოჰაბიტაციის შედეგად ისე მოძლიერდა, რომ ახლა რევოლუციით იმუქრება?! იმას, რომ ძალადობრივი რიტორიკისა და დესტრუქციული მოქმედებების მიუხედავად ხელშეუხებელია?! იმას, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არჩეული მერი ჰყავს, ხოლო ზოგიერთ მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ან უმრავლესობაშია, ან “ქართულ ოცნებასთან” […]