„ჰოდა პრეზიდენტო, ჩემო ძმაო და მეგობარო, მიიღეთ გადაწყვეტილება ბრძოლის მოსაგებად!”– თაკო ჩარკვიანი

836 წაკითხვა

თაკო ჩარკვიანი პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს მიმართავს და შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„მივმართავ მიშა სააკაშვილს, პრეზიდენტო, გაგიმეორებთ, რაც უკვე შეხვედრის დროს საუბრისას გითხარით და გთხოვეთ! ადამიანური ტრაგედიის გარდა, გარდა იმ დიდი ტვირთისა, რაც (სამუდამო დაღი იქნება საქართველოსთვის), რომლის ტარებაც პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება და გამანადგურებელი ქვეყნისთვის, ამ ყველაფრის გარდა უდიდესი სტრატეგიული შეცდომა იქნება, (რაც თავად მოგეხსენებათ), აბა წარმოიდგინეთ ოკუპირებული ტერიტორიებით ქვეყნისთვის, მხედართმთავრის გარეშე ბრძოლაში ანუ განადგურებული მხედართმთავრით რა ბრძოლის მოგება შეიძლება, არადა ხომ ვთანხმდებით ყველა, რომ ეს რუსეთ- საქართველოს ომია და ახლა რუსთავის ციხეში ,პუტინის პირადი პატიმარი ზის, ამიტომ : უნდა, უნდა, ვალდებული ხართ შეწყვიტოთ შიმშილობა!

მიიღეთ სტრატეგიულად (ერთადერთი) სწორი გადაწყვეტილება, შეწყვიტეთ შიმშილობა გთხოვთ! წინ დიდი ბრძოლაა მიტაცებული სახელმწიფოს დასაბრუნებლად, ამ ბრძოლაში თქვენი დიდი გამოცდილება , ენერგეტიკა და მაშტაბია საჭირო.

დიდი განსაცდელი უდგას ქვეყანას, ჭაობში ჩახრჩობას უპირებენ ქართულ სახელმწიფოს პრეზიდენტო! აკი გითხარით, როგორც ჩემ მამუკას, ჩემს ძმას გთხოვ მეთქი და მიპასუხე, აქაც კი მის სიმღერებს ვუსმენო, ჰოდა პრეზიდენტო, ჩემო ძმაო და მეგობარო, მიიღეთ გადაწყვეტილება ბრძოლის მოსაგებად!”– წერს თაკო ჩარკვიანი.

Next Post

„მოკლედ – იგეგმებოდა სახელმწიფო გადატრიალება - ახლა გასაკეთებელი უნდა გააკეთონ“

შაბ ნოე 6 , 2021
836 წაკითხვაჟურნალისტი გია გაბრიჭიძე ეხმიანება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, ნაციონალური მოძრაობის გეგმებთან დაკავშირებით. „იგეგმებოდა პარლამენტის, კანცელარიის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, შსს და იუსტიციის სამინისტროს ბლოკირება. ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაცია. მოკლედ – იგეგმებოდა სახელმწიფო გადატრიალება. ცხადია “სუს”-ი იმაზე მეტს, რაც თქვა, არც და ვერც იტყოდა. ახლა გასაკეთებელი უნდა გააკეთონ. რაც შეეხება ხალხს, მიუხედავად ნაცმედიის ფორსირებული შეტევისა, საქართველოს მოქალაქეებს არ სურთ ძალადობა, […]

შესაძლოა მოგეწონოთ