„ხალხის ნების წინააღმდეგ, ნებისმიერი პარტია მარცხისთვის არის განწირული“ – დავით ჩიხელიძე

877 წაკითხვა

სააკაშვილი ციხიდანაც კი გვამს ითხოვს, მის მიმდევრებს გონება ისევ დახშული აქვთ და რევოლუციას გეგმავენ.– წერს სოციალურ ქსელში ორგანიზაცია “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე.

“ნაციონალური მოძრაობა” კერპთაყვანისმცემლთა გარკვეულ სექტად ჩამოყალიბდა, ზოგისთვის საქართველოს, როგორც ქვეყნის ბედიც კი არაფერია, მთავარია მიშა იყოს ჯანმრთელად, ის კი თავს შესანიშნავად გრძნობს, კვების რაციონიც მრავალფეროვანი და ჯანსაღი აქვს, გარეთ მყოფ მის ამომრჩევლებს კი ვინ იცის მერამდენედ ატყუებს….

სუს-ის მიერ გაკეთებული დღევანდელი განცხადება და ერთგვარი პრევენცია კარგია, ეს ნიშნავს, რომ შესაბამისი უწყებები მაღალ დონეზე მუშაობენ და საქართველოში 2003 წელი არ განმეორდება, დღევანდელ საქართველოში, ძალადობაზე ორიენტირებული, დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფის ადგილი არ არის, ქვეყანა და ხალხი მუდმივი რყევებით დაიღალა, რაც ნაციონალური მოძრაობის წყალობით არ გვაკლია.

ყველა ვთანხმდებით, რომ აუცილებელია ქვეყნის წინსვლა და განვითარება, ეს კი მხოლოდ და მხოლოდ სტაბილურობით მიიღწევა, ერთადერთი ძალა, რომელიც ქვეყნის წინსვლისთვის ყველაფერს აკეთებს ქართული ოცნებაა, ნაციონალური მოძრაობა კი ყოველდღიურ რეჟიმში ქვეყნის წინსვლის შეფერხებას ცდილობს, ისინი საკუთარი ხალხის წინააღდეგ იბრძვიან, რაც მათ გარდაუვალ, მათთვის მტკივნეულ მარცხს აახლოებს.

ოპოზიცია ხომ პირადი ინტერესების გამო იბრძვის და არა ხალხისთვის, ჩვენს სახელმწიფოში კი ყველაფერს ამომრჩეველი წყვეტს. ამომრჩეველმა, არჩევნების გზით უკვე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და ნდობა მმართველ პარტიას ქართულ ოცნებას გამოუცხადა. ხალხის ნების წინააღმდეგ, ნებისმიერი პარტია მარცხისთვის არის განწირული, დღეს ნაციონალური მოძრაობა და დესტრუქციული ძალები კიდევ ერთხელ დამარცხდებიან, მათი რევოლუციურ სცენარს განხორციელება არ უწერია.”– წერს დავით ჩიხელიძე.

Next Post

,,ყველაფერი ასე გააბანძო, გული მერევა - როდის აკრძალავთ ნაცებს!“ - იუნა შაფათავა

კვი ნოე 7 , 2021
877 წაკითხვა,,ყველაფერი ასე გააბანძო, გააბახო, გააუპატიურო ხალხის გონება, გარყვნა სიმართლე და პატიოსნება, დემოკრატია და თავისუფლება.. ზიზღის ღირსებიც არ ხართ, გაბრაზება აღარაა,რასაც საღად მოაზროვნე ადამიანი გრძნობს ამ ფაშისტების მიმართ.. გული მერევა მერევა მერევა… არ მეცოდება, არა!!!! არ ეყო ხალხს ფიზიკური გაუპატიურება, უარესად, მორალურ გახრწნას ატარებენ. არ ქვია მაგას შიმშილობა და არც ციხე!!! გახრწნილები, ყარს ქვეყანა მათი დაშლის ჩირქისგან… ვინც ამას ამართლებთ, […]