“სააკაშვილის უტიფრობა ყოველგვარ ზღვარს ცდება, წამების და სიკვდილის მანქანის შემქმნელი ადამიანი დღეს საკუთრ თავს სიკეთის განსახირებად მიიჩნევს,რომელიც ბოროტებას უპირისპირდება, არ ვიცი როდის შემდეგ გახდა ადამიანის მკვლელობა სიკეთე, მიშას სიტყვებია: კრიმინალებისთვის ტყვიები არ მენანება, მისი სიტყვებია:
აფრასიძეები ვერტრმფრენიდან ჩავცხრილეთ და ა.შ. ნორმალურ ქვეყანაში ადამიანებს ციხეში სვამენ და მათ არ ხვრეტენ როგორც ეს მიშას დროს ხდებოდა, მისივე ლოგიკით მას ადამიანის სიკვდილის ექსკლუზივი აქვს და თუ ის სხვაზე ძალადობს ეს სიკეთეა. ასეთი „თანმიმდევრულია“ ჩვენი ექს პრეზიდენტი, რომელიც დღესაც კი არ აღიარებს საკუთრ დანაშაულს, არ აღიარებს რეჟიმს, რომელმაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.”– წერს სოციალურ ქსელში გიორგი ჭილაშვილი.