სააკაშვილი საკუთარ ტყუილებში დაიკარგა – დავით ჩიხელიძე

486 წაკითხვა

სააკაშვილი საკუთარ ამომრჩეველს  მიზანმიმართულად, ურცხვად ატყუებს. როგორც მან დღეს განაცხადა: “პირველად ცხოვრებაში, მქონდა ჰიპერტონული კრიზი”

რეალურად კი, სააკაშვილი პუბლიკაზე თამაშობს და ბოროტი კლოუნის როლს ირგებს. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ 27 ოქტომბერს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სააკაშვილი უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ მოინახულა, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, “სააკაშვილს უკვე ჰქონდა ოთხი კრიზი, მათგან ორი – ჰიპერტონული”

თუ ათი დღის წინ უკვე ორჯერ ჰქონდა გადატანილი ჰიპერტონული კრიზი, დღეს, ცხოვრებაში პირველად როგორ ჰქონდა?

სააკაშვილი საკუთარ ტყუილებში დაიკარგა… ტყუილებში, რომელსაც მისი ამომრჩეველი დაფიქრების გარეშე იღებს… უკრაინელში არა, მაგრამ სააკაშვილს ქართველ სახალხო დამცველში გაუმართლა, რომელიც მიშას ყოველ თვალთმაქცობას ამართლებს და საზოგადოებას დეზინფორმაციას აწვდის.

ლომჯარიასთვის, სააკაშვილის საქმე ერთგვარი ტესტი, ლაკმუსის ქაღალდია, რომელიც მის ობიექტურობას, ან პირიქით, სუბიექტურობას აჩვენებს. მოცემულ ეტაპზე, სახალხო დამცველი საზოგადოების ნდობას ვერ ამართლებს და ის ცალსახად მხარეს წარმოადგენს.”– წერს სოციალურ ქსელში “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე.

Next Post

„ნანუკასთვის, გვარამიასთვის და განსაკუთრებით დიდი დოზით მიშიზმით შეპყრობილთათვის საზეპიროდ“ - თამთა მეგრელიშვილი

ორშ ნოე 8 , 2021
486 წაკითხვაიურისტი თამთა მეგრელიშვილის პოსტი ფეისბუქში: სრული მობილიზაციის პირობებში 5000 ადამიანი შეკრიბეს და ახლა დგანან და ყველა ერთად ნერვიულობს თემაზე – რაღა მოითხოვონ, რადგან მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ ცე კატეგორიის ჰოსპიტალში უკვე გადაიყვანეს. ( აქციაზე მისულ ხალხში მუხტის ასაწევად ამ ჰოსპიტალს დაიწუნებენ) ნანუკასთვის, გვარამიასთვის და განსაკუთრებით დიდი დოზით მიშიზმით შეპყრობილთათვის საზეპიროდ- . მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს მიერ მისჯილ სასჯელს იხდის და მსჯავრდებულს […]