იუსტიციის მინისტრი კანონის შესაბამისად მოქმედებს რაც მის სიძლიერეზე მიანიშნებს – დავით ჩიხელიძე

758 წაკითხვა

ნაციონალურმა მოძრაობამ საკუთარ აქტივისტებში და პრივილეგირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებში გზავნილი ჩაშალა, რომლის მთავარი არსი ის არის, რომ სააკაშვილი ციხიდან გაიტაცეს, რეალურად სააკაშვილი არავის არ გაუტაცებია, უბრალოდ ციხიდან სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა მოხდა, სადაც მისი ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის საკნიდან გასვლის კადრები გაავრცელა, სადაც ნათლად ჩანს სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობა, აღნიშნული კადრებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიშას გარემოცვა სააკაშვილის ჯანმრთელობის თემით მანიპულირებს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.”- წერს სოციალურ ქსელში “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე.

სააკაშვილს საავადმყოფოში გადაყვანა სურდა, ეს მისი და მისი მომხრეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, იუსტიციის სამინისტრომ პატიმრის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით სააკაშვილის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა, რაც ერთგვარი პრევენციის ხასიათის მატარებელი ქმედებაა, რომელიც პატიმრის ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება.

ბოლო დღეებში იუსტიციის მინისტრი გარკვეული ელემენტების თავდასხმის სამიზნე გახდა, რატი ბრეგაძე კანონის შესაბამისად მოქმედებს რაც მის სიძლიერეზე მიანიშნებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს კი ყველა და ყველაფერი სძულს რაც კანონთან ასოცირდება, მათი მმართველობის ხაზი ხომ უკანონობაზე და ადამიანთა ტერორზე გადიოდა”– წერს დავით ჩიხელიძე.

Next Post

აი, ასეთია ოპოზიციის სახე - დავით ჩიხელიძე

სამ ნოე 9 , 2021
758 წაკითხვა გუშინ ოპოზიციის მიერ დაანონსებული გრანდიოზული აქცია არ შედგა, მათი შეკრება უფრო აქცია აქციისთვის იყო და არა რეალური აქცია, რა თქმა უნდა პატივს ვცემ თითოეული იმ ადამიანის პოზიციას, რომელიც გუშინ/დღეს აქციაზე იყო, მაგრამ რეალურად ეს არ არის ხალხის ის რაოდენობა, რომელიც საზოგადოების განწყობას გამოხატავს, დღეს ქვეყანაში რევოლუციური მუხტი არ არის, ამას ხვდება ოპოზიცია, ისინი საკუთარი, მოდელირებული რეალობა შექმნას ცდილობენ, […]